„მინდა მივმართო ხელისუფლებას“ – ვატო წერეთელი

894 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, შემოვიდე ტელევიზიაში და ტვ პირველმა შეწყვიტოს მაუწყებლობა“ – განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე სასამართლოს დღევანდელ დადგენილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ ტვ „პირველი“. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკულ მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში“ – ამბობს წერეთელი.

Next Post

კახა კალაძეს ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვლის

ხუთ მარ 11 , 2021
894 წაკითხვატელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით,  კახა კალაძე მერობის კანდიდატი აღარ იქნება და მას ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვლის. პოლოლიკაშვილი ამჟამად გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანია. ინფორმაციას ამ ეტაპზე მმართველ გუნდში არ ადასტურებენ.