„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გვამად გადაიქცა“ – ხათუნა ხოფერია

ხათუნა ხოფერიას პოსტი ფეისბუქში:

„ეს რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება!
რეალობა კი ასეთია:

სახელმწიფოში არ არის არც ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი. ანუ, ადამიანი, რომლის აზრსა და პოზიციას ყურადღებას აქცევს საზოგადოება. არა და, ასეთი ლიდერი, ორი, სამი მაინც უნდა იყოს.

სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და შესძლებს მიმდინარე პროცესების მართვას.

სახელმწიფოში არ არსებობს ოპოზიცია, რამე თუ, ის ძალა, რომელიც თავს ოპოზიციას ეძახის, უბრალოდ, ამ სახელმწიფოს მტერია!

რა ხდება მმართველ პარტიაში?!

არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მდინარაძე-კობახიძის „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, ულიდერო, უავტორიტეტო, უგავლენო პოლიტიკურ გვამად გადაიქცა, რომელსაც „გვამზე ვენოკი“-ვით ამშვენებს საქართველოს პარლამენტი.

ამ სამგლოვიარო ავანსცენაზე ჯერ კიდევ იმედისმომცემად გამოიყურება ორი პერსონა- ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე.
მაგრამ…

ირალი ღარიბაშვილს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დახვდა- გარეჯი, ნამახვანი, კავკასიაში მიმდინარე მოვლენები(რუსეთის ინტერესის და გავლენების მაშტაბური გაძლიერება) და, რაც მთავარია, სრულიად თავხედური ზეწოლა ევროსტრუქტურებიდან.

ღარიბაშვილს აქვს ხალხის ნდობა, მაგრამ ნაკლებად აქვს ნდობა მისი ე.წ. გუნდისგან. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქმება გარედან. ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნა უეცრად, მოუმზადებლად და მოულოდნელად მოხდა ზოგიერთებისთვის. (რამდენიც არ უნდა დაიბრალოს, რომ კანდიდატურა მისი დასახელებულია, კობახიძის მაინც არავის სჯერა). წარმატებებს ვუსურვებ პრემიერს და თუ უკან არ დაიხევს და ივლის იმ გზით, რასაც შეგვპირდა, პირადად მე მის გვერდით ვიქნები!

მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძესთან მოიაზრებოდა კობახიძე-მდინარაძის პერსონები (და არა კახი მათთან), უცნაურად და დასაფიქრებლად დუმს ბოლო დღეებია კალაძე. ერთი ვარიანტია, რომ მას უთხრეს რომ არ წარადგენდნენ მერობის კანდიდატად, რადგან სჭირდებათ ოპოზიციისთვისაც მისაღები პიროვნება (დღეს “ფორმულამ” გააჟღერა სავარაუდოდ ზურაბ პოლოლიკაშვილის- ნაცების ყოფილი მინისტრის კანდიდატურა). და მეორე- კახი თავად მიხვდა, რომ მდინარაძე-კობახიძის ტანდემთან ერთად გამარჯვებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

ის ნელ-ნელა გაემიჯნება მათ და საკუთარ თამაშს ითამაშებს. ოპოზიცია? არ გვყავს ოპოზიცია… ისინი საქართველოს მტრები არიან! მოკლედ, აურზაურია სალხინეთში! ხომ გაგიგიათ-კრამიტებ ლაწა-ლუწი არ აუტეხოო…- აი, მართლა ლაწა-ლუწით გადატყდება კრამიტები ზოგიერთების თავზე!

რას ვურჩევ? აბა, რა გითხრათ… მოდუნდნენ და მიიღონ სიამოვნება… ჰა, ჰა, ერთი თვე გასტანოს ამ ამბავმა… რატომ? იმიტომ, რომ ეს რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება“- წერს ხათუნა ხოფერია.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…