„ივანიშვილმა ულტიმატუმი წამიყენა – ამას პირველად ვიძახი…“ – უცნობი

უცნობი თავისივე საავტორო გადაცემა “კიდობანში” ბერაზე და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე საუბრობს, ასევე იხსენებს იმ ულტიმატუმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მას წაუყენა:

„რაც ამ ბავშვს აკადრეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, გარეგნობაზე დასცინეს, ეს ყველაფერი ხო იყო? ტყუილად ხომ არ მომხდარა? ნერვები მოეშალა და ლაპარაკი ლაპარაკისთვის მაგრამ…

გამოაცხვეს სლოგანი – “შეაგინე ბერას”… გესმით, სადა ვართ მისულნი? 23 წელია ამ ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ეკა არის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრი. ამ სიტუაციას გააგრძელებთ და არაფერს მოვერიდები, არც ციხეში წასვლას, არც „სროკს“, მივუჯები მელიას…

ამ სიტუაციას თუ გააგრძელებს, ამოგაძრობთ „ნასკებს“ პირიდან თუ შეეხებით ოჯახს… უკან დამხევი არა ვარ.

ჩემზე უფრო დიდი ნაწყენი შეიძლება არავინ იყოს ივანიშვილზე, მეც მქონია ძალიან მაგარი ურთიერთობა ამ კაცთან, მაგრამ ერთ დღეს დამთავრდა… კონკრეტულ ადამიანზე მითხრა, რომ… ულტიმატუმის… პირდაპირ ვიძახი, პირველად ვიძახი ამას, ან მე, ან ისო და მე ის ავირჩიე. იმის მერე დამთავრდა ჩვენი ამბავი… ჩვენ 23 წელია ამ ოჯახთან რომ არ გვქონია ურთიერთობა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ გაკეთებულ საქმეებს ვაკნინებ. უმადური არა ვარ. სადამდე მივედით. „შეაგინე ბერას“ გახადეთ პერფომანსი?“.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…