„გახარიამ მელიას დაკავებაზე პოზიცია 17 თებერვალს 17 საათზე შეცვალა“ – ირაკლი კობახიძე

1,216 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პრემიერ გახარიას პოზიციის მოულოდნელ შეცვლაზე ისაუბრა.

„17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.

დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა.

2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსთავი 2

Next Post

რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯანმრთელობა გაუარესდა აცრის შემდეგ, მაგრამ არა აცრის გამო – პაატა იმნაძე

შაბ მარ 13 , 2021
1,216 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯანმრთელობა გაუარესდა აცრის შემდეგ, მაგრამ არა აცრის გამო. მისივე თქმით, სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა ვაქცინირებულ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების რაოდენობისგან. „რამდენიმე ქვეყანაში რამდენიმე პაციენტთან ვაქცინაციის შემდეგ, და არა ვაქცინაციის გამო ჯანმრთელობა გაუარესდა და ამიტომ შეჩერდა ვაქცინაცია. სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ