რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯანმრთელობა გაუარესდა აცრის შემდეგ, მაგრამ არა აცრის გამო – პაატა იმნაძე

1,148 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯანმრთელობა გაუარესდა აცრის შემდეგ, მაგრამ არა აცრის გამო.

მისივე თქმით, სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა ვაქცინირებულ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების რაოდენობისგან.

„რამდენიმე ქვეყანაში რამდენიმე პაციენტთან ვაქცინაციის შემდეგ, და არა ვაქცინაციის გამო ჯანმრთელობა გაუარესდა და ამიტომ შეჩერდა ვაქცინაცია. სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების რაოდენობისგან. ამაზე უკვე გამოაქვეყნეს დასკვნები ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმომ. არ შეუჩერებია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას და ასეთი რაღაცები კიდევ მოხდება. გახსოვთ, Pfizer-ზე რა ამბავი იყო გატეხილი, როცა ნორვეგიაში 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, თუმცა ფაქტია, რომ გამოყენებულია უკვე ათობით მილიონი დოზა. თუ ადამიანს რაღაც დაავადება აქვს და ვაქცინაციის შემდეგ ის დაავადება განუვითარდება – ეს ვაქცინა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს და არა სხვა დაავადებებისგან. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები შავით თეთრზე წერენ, რომ თუ ადამიანთან სხვა დაავადება ვაქცინაციის შემდეგ განვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამო მოხდა“, – განაცხადა იმნაძემ.

Next Post

„ზღურბლზე ნიკა დგას – გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო“ - ნატო ჩხეიძის სიზმრები

კვი მარ 14 , 2021
1,148 წაკითხვანატო ჩხეიძეს ნიკა მელია დაესიზმრა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: სერიიდან: ცხადსიზმარიანა. „წუხელ ნიკა მელია მესიზმრა. კარზე ზარი დაირეკა. გავაღე. ზღურბლზე ნიკა დგას. – გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო. – კარგი, დაგმალავ. აქეთ წამოდი – ვეუბნები. ბინის მეორე მხარეს გამყავს. – შენ ამ ოთახში იყავი. – რობოკოპები მომდევენ, უნდა შეაჩერო – მიბარებს ნიკა – კარგი – ვპირდები – რობოკოპები რომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ