„ეს არც გო­გაშ­ვილს აწყობ­და, არც ნაც­ვლიშ­ვილს, ეს სრუ­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და“ – გია ხუხაშვილი

1,291 წაკითხვა

პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „ნი­უს­რუ­მი“ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და:

„სა­ერ­თოდ არ უნ­დო­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა, მხო­ლოდ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო დას­ჭირ­დათ მისი შე­მოდ­გმა პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი და­ედ­გათ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­დე­საც და­ი­წყო გარ­ჩე­ვე­ბი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გახ­სოვთ, ერთი კვი­რა იყო გამ­ქრა­ლი კო­ბა­ხი­ძე. არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვა, რა­ტომ იყო გამ­ქრა­ლი? ვფიქ­რობ, ეს იყო ერ­თგვა­რი შიდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა ცოტა სხვა სცე­ნა­რით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გა­ხა­რი­ამ დას­წრე­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მათ მო­უ­წი­ათ სცე­ნა­რის შეც­ვლა და ეში­ნო­დათ, რომ მათი ასე ვთქვათ, ხა­ლი­ჩის­ქვე­შა თა­მა­შე­ბის გამო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან პა­სუ­ხი არ ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნი­ლი. იმის­თვის დას­ჭირ­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­მოდ­გმა თა­მაშ­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბი­ძი­ნას­თან „ხმა­ლა­ო­ბის“ და გარ­ჩე­ვე­ბის დროს. პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით, რა­ზეც ისი­ნი დღეს სა­უბ­რო­ბენ, გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა რაში სჭირ­დე­ბო­და? მათ მო­ახ­დი­ნეს გა­ხა­რი­ას პრო­ვო­ცი­რე­ბა, მეტ­საც გე­ტყვით, ალ­ბათ მათ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ, რომ გა­ხა­რი­ას უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სპე­ცო­პე­რა­ცია და კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი გა­ეშ­ვათ სახ­ლში. გა­ხა­რი­ამ ამა­ზე ხელი არ მო­ა­წე­რა და ამის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც ვი­თარ­დე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კი­დევ უფრო სა­სა­ცი­ლო გა­დად­გო­მა გვახ­სოვს, გა­მო­ვი­და ერთ დღეს და იბე­რი­ის გაბრ­წყი­ნე­ბის გეგ­მა რომ გა­მო­ა­ცხა­და და სამ დღე­ში გა­დად­გა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნამ გა­ა­ჩი­ნა გან­ცდა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა. არა­ვის სჯე­რა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტია.

მთა­ვა­რია, რა გან­ცდაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ეს გან­ცდა და არც თუ ტყუ­ი­ლად. ვფიქ­რობ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ამო­ცა­ნა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ბი­ძი­ნამ როცა გა­მო­ა­ცხა­და, წა­ვე­დიო, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ­დე ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ხომ მოკ­ვდა სა­უ­ბა­რი? ბი­ძი­ნამ და­ის­ვე­ნა, უნ­დო­და მშვი­დად წა­სუ­ლი­ყო. წა­ვი­დო­და, თუ არ წა­ვი­დო­და, შე­იქ­მნა გან­ცდა, რომ წა­ვი­და. გა­ხა­რია იყო სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ის კაცი და­ას­ვე­ნეს. შე­იძ­ლე­ბა ერე­ო­და კი­დეც, მაგ­რამ მას­ზე შე­ტე­ვე­ბი მორ­ჩა, ხომ? რო­გორც კი დაბ­რუნ­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­წყო­ბა დაბ­რუნ­და იმი­ტომ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ რა­ღა­ცის გა­დამ­წყვე­ტია, ამის არა­ვის სჯე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და და გა­ნახ­ლდა შე­ტე­ვე­ბი.

ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნას ამ „ბავ­შვებ­მა“ ჩა­უ­დეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ თავი და­ეც­ვათ ბი­ძი­ნას­გან მათ­სა და გა­ხა­რი­ას გარ­ჩე­ვებ­ში, ბუ­ფე­რი და­ი­ყე­ნეს და ეს უთხრეს ბი­ძი­ნას – წადი, ახლა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან არ­ჩიე საქ­მეო. ანუ მათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლით გარ­კვე­უ­ლი ალი­ბი შე­იქ­მნეს ბი­ძი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ისე­თი ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც ყვე­ლა ათა­მა­შებს ყვე­ლა მხრი­დან და ყვე­ლა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებს. ბი­ძი­ნას შე­ექ­მნა ამით პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან მას­თან მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რე­დან ის იყო, რომ იგი არის არა­ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პირი და აკონ­ტრო­ლებს ძა­ლა­უ­ფე­ბას. გა­ხა­რი­ას პე­რი­ოდ­ში ეს და­წო­ლა მას­ზე შე­წყდა და ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი დაბ­რუნ­და – ვნა­ხეთ, შტორ­მი წა­მო­ვი­და ბი­ძი­ნას მი­მართ, კო­ბა­ხი­ძის მი­მართ კი არა.

კო­ბა­ხი­ძე არის თა­ვის­თვის კარ­გად მო­ყუ­ჩე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თუ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ვინ ისარ­გებ­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბით და ვინ იყო მისი წყა­რო, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია – კო­ბა­ხი­ძის გუნ­დმა, სხვა ყვე­ლამ – ბი­ძი­ნა­მაც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც და და­ნარ­ჩე­ნებ­მაც იზა­რა­ლეს. ერ­თა­დერ­თი, ვინც ამით ისარ­გებ­ლა, კო­ბა­ხი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბაა.

არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ რო­გორც ვერ­სია, ეს გან­ხილ­ვა­დია. გა­მო­ძი­ე­ბის პრინ­ცი­პით, მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არის კო­ბა­ხი­ძე. რაც ზე­და­პირ­ზეა იმით კი არ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. ეს არც გო­გაშ­ვილს აწყობ­და, არც ნაც­ვლიშ­ვილს, ეს სრუ­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და. ან გა­ხა­რი­ას რაში აწყობ­და? – შუ­რის­ძი­ე­ბა? პო­ლი­ტი­კა­ში შუ­რის­ძი­ე­ბის ფაქ­ტო­რი და­ი­ვი­წყეთ, რა­ღაც გა­მორ­ჩე­ნას უნდა ელო­დო აქე­დან. ამით მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძე-მდი­ნა­რა­ძემ ისარ­გებ­ლა“.

Next Post

„რეგვენო ქოცებო, ქვეყნის მომავლის გამყიდველო მანეთიანო მეძავებო!” - მეგი გოცირიძე

ოთხ მარ 17 , 2021
1,291 წაკითხვამეგი გოცირიძის პოსტი ფეისბუქში: „რეგვენო ქოცებო, ბნელებო, ცალფაზიანებო, რომ ჩაგიხვევიათ კონკურენტუნარიანი იყოვო, გესმით მაინც ეს რას ნიშნავს?! იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პარტია არ იღებდა მონაწილეობას და ამაში ახალი არაფერია, ოღონდ თქვე ფოსტალებო და უწიგნურო მანქურთებო, სად ამოიკითხეთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო ?! კლანად რომ მოიხსენიებენ ხიხოს სასამართლოს, არცერთი სარჩელი რომ არ მიიღო წარმოებაში, ამის შესახებ არაფერი გსმენიათ […]