,,სხვა შემთხვევაში პროცესები შესაძლოა კატასტროფულად განვითარდეს”–გიორგი ლაღიძე

981 წაკითხვა

გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:

,,ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროსაბჭოს ეგიდით წარმოებულმა მოლაპარაკებებმა კრახი განიცადა, ისმის კითხვა ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული? ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა რომ მოგებული დარჩა ოკუპანტი რუსეთი და კრემლის ბინადარი პუტინი, ხოლო წაგებული ქართველი ხალხი და საქართველო, ისედაც უმძიმეს სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქვეყანა მეტ რყევებს ვეღარ გაუძლებს და მტაცებლის ადვილად გადასაყლაპი ლუკმა გახდება, ხოლო ქართველი ხალხი რომელის უდიდესი ნაწილი სიღატაკესა და გაჭირვებაში ცხოვრობს, კიდევ უფრო მეტად გაღატაკდება და სამოწყალოდ მშველელს დაელოდება, ხოლო თუ ამ გაჭირვებულ ხალხს რუსეთი ერთ ლუკმას გადმოუგდებს ყველაზე არ მაქვს საუბარი თუმცა არა მგონია ბევრმა რუსეთის მოწყალებაზე უარი თქვას (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ხოლო ხელისუფლება ჩემო მეგობრებო რომელიც ძირითადი პასუხისმგებლობის მქონე ძალა არის პოლიტიკურ პროცესებზე ვისი მარიონეტიც აღმოჩნდა ამის განსჯას ვფიქრობ დიდი დაფიქრება არ სჭირდება, კიდევ მთავარი არსებულმა კრიზისმა დაგვანახა რომ ეწ.ძირითად ოპოზიციურ ძალებს არ შესწევთ უნარი ღირსეული კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლება და მოახერხონ მშვიდობიანი მეთოდებით კრიზისის დასრულება, არჩევანი ქართველ ხალხზეა მათ უნდა გააკეთონ სწორი დასკვნა, ვფიქრობ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ქვეყანაში დასაწყებია ახალი ეროვნულ– განმათავისუფლებელი მოძრაობა რაც ქართველი ხალხისგან იქნება მხარდაჭერილი, ეს მოძრაობა ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და პოლიტიკურ ეკონომიკურ კრიზისაც დაასრულებს, სხვა შემთხვევაში პროცესები შესაძლოა კატასტროფულად განვითარდეს.”

Next Post

,,ბოლოს აღიარეს სიმართლე, რომ ერთადერთი კომპრომისი.." - თეა წულუკიანი

პარ მარ 19 , 2021
981 წაკითხვაკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას კომპრომისად მიიჩნევდა და მათ მოლაპარაკების შეთანხმება არ სურდათ. როგორც წულუკიანი აცხადებს, სწორედ ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების  ეს ეტაპი. ის სამწუხარო და მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც დღეს ერთადერთი, ვინც გაბედა და ხმამაღლა თქვა, არის მინაშვილი. უკვე მრავალი კვირა და თვეა,  მთლიანად ოპოზიციის პოზიციაა, რომ ისინი ჩვენთან, მაგიდასთან სხდომას თვლიდნენ უკვე კომპრომისად და […]