კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას კომპრომისად მიიჩნევდა და მათ მოლაპარაკების შეთანხმება არ სურდათ.
როგორც წულუკიანი აცხადებს, სწორედ ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი.
ის სამწუხარო და მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც დღეს ერთადერთი, ვინც გაბედა და ხმამაღლა თქვა, არის მინაშვილი. უკვე მრავალი კვირა და თვეა, მთლიანად ოპოზიციის პოზიციაა, რომ ისინი ჩვენთან, მაგიდასთან სხდომას თვლიდნენ უკვე კომპრომისად და მათი ერთადერთი მაგიდაზე დადებული შედეგი იყო, რომ ისხდნენ მაგიდასთან. მათ რეალურად მოლაპარაკების პროცესი მიზნის, შედეგის, შეთანხმების მისაღწევად არ უნდოდათ. ამას ჩვენ ხშირად ვამბობდით, მაგრამ მინაშვილის განცხადებამ დღეს საზოგადოების თვალში ცალსახად დაადასტურა, რომ ოპოზიცია თვლიდა, რომ მხოლოდ მაგიდასთან ჯდომა არის მისი მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც მათ შეუძლიათ, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგან.
მიუხედავად ამისა, მეორე მხარეს არის ჩვენი გუნდი, რომლის რამდენიმე წინადადება იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს წინადადებები მათ ჩვენსავით და ჩვენზე კარგად იციან, რაც იყო. ისინი რჩება ძალაში და თუკი ჩვენს ფასილიტატორს და ევროკავშირს კიდევ აქვს სურვილი, რომ მომავალში ძალისხმევა ჩადოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ რა თქმა, უნდა, მზად ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რურუა ვერ ჩაითვლება პოლიტპატიმრად, მელია კონკრეტული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის არის პატიმარი და ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას დღესაც შეუძლია გირაოს თანხა ჩარიცხოს, გათავისუფლდეს და სრულფასოვან პოლიტიკურ პროცესში ჩაებას. ის ამას არ აკეთებს, შესაბამისად, იმის გამო, რომ იყავი დეპუტატი პოლიტიკური მიზნებით მიტინგზე, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ. შესაბამისად, მათი მხრიდან ორად ორი მოთხოვნა იყო, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი და ჩაატარეთ რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ თემებზე ასე მარტივად და ასე, ამ ფორმით ახლა შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ბოლოს აღიარეს სიმართლე, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაც მათ შეძლეს, იყო უბრალოდ მაგიდასთან ჯდომა, ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან დათმობა იყო თუნდაც ის, რომ პარტიის თავმჯდომარის დაკავების მიუხედავად, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.