,,ოპოზიციას დასჭირდება პროტესტის დაქოქვა სხვადასხვა ფორმით” – ვახო სანაია

1,030 წაკითხვა

ვახო სანაიას გამოხმაურება ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს, ხოლო 15 მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას ითვალისწინებს:

“ჩემი აზრით, თარიღი არ არის შორს. რადგან ოპოზიციამ ამბიციური გეგმა დაისახა და ხალხმრავალი მიტინგის გეგმას მიჰყვება, ეს დრო საჭიროა მოსახლეობასთან სამუშაოდ. თუ ყველა ოპოზიციური პარტიის ყველანაირი რესურსი – ადამიანური და სხვა – მაქსიმალურად დაიხარჯა, ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა სრულიად რეალისტურია.

ხალხმრავლობა სერიოზული სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.

ამასთან, უნდა მომზადდეს 15 მაისის შემდგომი გეგმაც. უსაფუძვლო მოლოდინი არ უნდა გაჩნდეს. 15 მაისსვე უნდა უთხრან ხალხს, რა ხდება 16 მაისიდან.
15 მაისამდე კი ოპოზიციას დასჭირდება პროტესტის დაქოქვა სხვადასხვა ფორმით მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ ვგულისხმობ მხოლოდ მოქალაქეებთან, ოჯახებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მხედველობაში მაქვს პატარ-პატარა საინფორმაციო თუ საპროტესტო აქციები.

და ყველაზე მთავარი. ოცნება ეცდება, 15 მაისამდე პერიოდულად შემოაგდოს დიალოგის თემა მხოლოდ ერთი მიზნით – გაანელოს პროტესტი და ხელი შეუშალოს ბევრი ხალხის შეკრებას. ნიჰილიზმის გასაღრმავებლად გააჩენს განცდას, რომ აი ესენი (ოპოზიცია) ისევ რაღაცაზე ,,სავაჭროდ” დაუსხდნენ ხელისუფლებას მოლაპარაკებებზე, რომელსაც აქამდე არანაირი შედეგი არ მოუტანია. სავარაუდოდ ეცდება, ამ მიზნის მისაღწევად თავადვე იმუშაოს დასავლეთთან ახალი რაუნდების ინიცირებისთვის.

დასავლეთიდან წამოსულ მოწოდებებს იმით გაამყარებს, რომ იტყვის, აი ჩვენ მზადა ვართ დიალოგისთვის, ოპოზიცია კი დესტრუქციულიაო. ეს მგონია ერთ-ერთი გამოწვევა. თუ რაუნდებზე სიარულს დაიწყებს ოპოზიცია, ხალხი არ იქნება მოტივირებული, მერე კი ამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ გადააგდებს ხელისუფლება.”- წერს ვახო სანაია

Next Post

,,კალაძე შესაძლოა გუნდს გაემიჯნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში.."–ნიკა ჩიტაძე

კვი მარ 21 , 2021
1,030 წაკითხვა,,მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ ოცნებაში” – აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში: ,,თუნდაც მისი პოზიცია მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ცოტა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და რეალისტური მიდგომა ჰქონდა. შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, ვიდრე ღარიბაშვილი. ის შესაძლოა ყველაფერში არ დაეთანხმოს არც ივანიშვილს და არც “ქართულ ოცნებას” და დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პოზიცია” – კითხვაზე, შეუძლია თუ […]