,,მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ ოცნებაში” – აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში:
,,თუნდაც მისი პოზიცია მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ცოტა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და რეალისტური მიდგომა ჰქონდა. შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, ვიდრე ღარიბაშვილი. ის შესაძლოა ყველაფერში არ დაეთანხმოს არც ივანიშვილს და არც “ქართულ ოცნებას” და დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პოზიცია” – კითხვაზე, შეუძლია თუ არა კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა, რესპონდენტი ამბობს, რომ შეუძლია და არ არის გამორიცხული კალაძე მალე გუნდს გაემიჯნოს.
,,კი, არ არის გამორიცხული რომ გაემიჯნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს უკვე ექნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კალაძე იქნებოდა მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. მით უმეტეს, რომ ახლოვდება”.