„აი ესაა უხამსობა საშინელება“ – იაგო ფრანგიშვილი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე

1,739 წაკითხვა

დასავლეთში არავინ აიძულებს ექთანს აცრის შემდეგ, ჩივილებიანს წარდგეს ტელეკამერის წინ და აქოს ის ვაქცინა, რომელიც 30 წუთში მოკლავს, – ასე ეხმაურება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს.

„ძალიან ბევრი შეტყობინება მომივიდა, როგორც მოსალოდნელი იყო პირადში ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

მათ შორის რა თქმა უნდა ისიც, რომ
საქართველოს რომ გადავეკიდე თურმე, რაო
სხვა ქვეყნებიც რომ ცრიან???
და ახლა მომისმინეთ ყურადღებით რომ არ იყოს გაუგებრობა.
ბატონი ბაიდენი, რომელიც ევროპას დაცინვით იხსენებს ,,აცრის პოლიტიკა არააქვთო,,
ის საერთოდ არ ცრის ასტრაცენეკათი
რატომ?
აბა გამოიცანით, მე არ ვიცი.
ფირმამ რატომღაც არ ჩათვალა საჭირო რომ ამერიკაში დაშვებაზე განაცხადი შეეტანა.
იკვლევს ჯერ კიდევ რაღაცეებსო.
ეს ერთი პუნქტია.
თუმცა ეს უმნიშვნელო პუნქტია.
რა განსხვავებაა საქართველოსა და დასავლეთ ევროპას ან სხვა ქვეყნებს შორის?
ყველა სხვა ქვეყანაში, რომელმაც ამ უცნაური თრომბოემბოლირი გართულების გამო, რომელიც მართლა განსაკუთრებული და ტვინის, ფილტვის ემბოლიებს და მიოკარდის ემბოლიურ ინფარქტსაც კი მოიცავს უკვე,
ყველა დასავლურ ქვეყანაში
აი ამ გართულების სპეციალურ აღწერილობას სპეციალურ ფურცელზე მისცემენ აცრის წინ პაციენტს და განსაკუთრებულად მიუთითებენ ამ გართულებაზე.
მერე
პაციენტის სრული თავისუფალი ნებაა აიცრის თუ არა,
არავინ დააძალებს პაციენტს აცრას,
არავინ დააძალებს ექიმებს რომ აქონ და ადიდონ ეს ასტრაცენეკას აცრა
არავინ დააძალებს მედისივრცეს, რომ დღედაღამ ამტკიცოს ,,ასეთი გართულება ყველა აცრას აქვსო,,
არააქვს და ამას ეუბნებიან პაციენტს
და რაც მთავარია.
არცერთ ქვეყანაში არ უწოდებენ ბნელს, ჩლუნგს, ანტივაქსერს თუ რაღაც საშინელებებს ადამიანს, რომელსაც არ სურს ამ ფირმის ვაქცინით აცრა.
აი ესაა უდიდესი განსხვავება და სხვა სათქმელი აქ არ არსებობს, არც სადისკუსიო.
თუკი ადამიანი თავისი ნებით გადაწყვეტს ამ პრეპარატით აცრას, იმიტომ რომ ეშინია კიდევ ორი ან მაქსიმუმ სამი თვის ლოდინი, რომ სხვა ვაქცინა შემოვიდეს,
მაშინ ვინ რას იტყვის?
ეს იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ვინც იცრის.
ოღინდაც
დასავლეთში არავინ აძალებს ექიმს აქოს ეს ვაქცინა
დასავლეთში არავინ აძალებს და აიძულებს ექთანს აცრის შემდეგ, ჩივილებიანს და თავისტკივილიანს არავინ აძალებს წარდგეს ტელეკამერის წინ და აქოს ის ვაქცინა, რომელიც 30 წუთში მოკლავს.
აი ესაა პერფიდულობა
უხამსობა
საშინელება.
რცხვენოდეს უნდა ყველას, ვინც ადამიანები მარგინალებად და ბნელებად მონათლა იმის გამო, რომ არ უნდოდა ამ ვაქცინით აცრა.
აი ესაა დიდი განსხვავება საქართველოსა და ემას მიერ გაცემულ რეკომენდაციას შორის”, – წერს მედიკოსი სოციალურ ქსელში.

Next Post

ვინ დააფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას?

კვი მარ 21 , 2021
1,739 წაკითხვა„მთავარის“ ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი გიორგი გახარიას მომავალ პარტიას დააფინანსებს. „გვარამიას ბოდვებზე პასუხს ვერ გავცემ“ – პასუხობს ჩხარტიშვილი მედიას. „მთავარის“ ინფორმაციით, გახარიამ უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის შესაქმნელად, რათა ოლიგარქს ახალი ფსევდო ოპოზიცია „აჩუქოს“.