დავით ბერძენიშვილის პოსტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლებაზე:
„ადამიანები მძევლებად აიყვანეს. ჩვენ ვეუბნებით – მძევლების გამოშვების გარეშე შეუძლებელია ჩვენი მხრიდან კომპრომისი. გამოშვების პირობებში ჯანდაბას, რაკი წართმეულ, მოპარულ არჩევნებს 2022 – მდე ვერ ვიბრუნებთ, რაიმე ფორმით საკმაოდ შორეულ ვადებზე შევთანხმდეთ თქო. და მომდევნო არჩევნების ვადებზე კი არ გვევაჭრნენ, უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებზეც შეგვეშვითო, სხვებსაც დავიჭერთ, რამე რომ იყოსო.
ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს…23 მარტს რომ აშშ სენატი შეუღრენს, აშშ დელეგაციაც რომ ჩამოვა, ევროპარლამენტი საქართველოს ჯგუფს რომ შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი რომ გადარიეს, ადეკვატურად კი ვერ აფასებენ . სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს საჯაროდ ბრიფინგზე უთხრა, აზრზე მოდიო, არ აურიო, რო დაბრუნდებიო…..
ბაიდენი პუტინს მკვლელს ეძახის. არსებითად იცვლება რუსეთისადმი დამოკიდებულება ამ ადმინისტრაციის პირობებში. საგარეო პოლიტიკის მიმართულებებში სახელმწიფო მდივანმა ირანთან და ჩინეთთან ერთად ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეთა სამეულში შეიყვანა რუსეთი.. რა ობამას გადატვირთვა და არათანმიმდევრული ტრამპის პუტინთან პერიოდული სიამტკბილობა?
ათასობით კილომეტრზე ზევით/ ქვევით, მარჯვნივ/ მარცხნივ დასავლეთს საქართველოს მეტი მეგობარი არა ჰყავს, დახედეთ რუკას…..შავ ზღვაზე უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობს ნატოს გენმდივანი და
ღარიბაშვილი აზრზე არაა, რას ეუბნებიან. არ გაატანინებენ თავისას ამ შპინგალეტებს. რა ივანიშვილი? უსაფრთხოება და დემოკრატია გადაჯაჭვულია საქართველოსთვის ისე, როგორც არასდროს. საჭირო პარტნიორი ვართ. ოპოზიციის მომლაპარაკებლებს კიდე რესპექტ!”- წერს დავით ბერძენიშვილი.