“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გაიწიოს არის წყლის ნაყვა, იმიტომ რომ სააკაშვილი არ გაიწევა, სანამ ამომრჩეველი ყავს.
ჯორჯ ვაშინგტონობა და ვაცლავ ჰაველობა რომ სდომებოდა, აქამდე დავინახავდით.
ახლა რომც მოუნდეს, ვეღარ იქნება და რას კარგავს?
მართალი გითხრათ, არც ლეგიტიმური მგონია ამის ჩიჩინი ადამიანისთვის, რომელმაც აშკარად საწინააღმდეგო გადაწყვიტა და სხვა არჩევანი აქვს გაკეთებული.
სააკაშვილი სად წავა და მოვა, ის, მისი პარტია და მისი ამომრჩეველი გაერკვევიან.
დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავის ამომრჩეველს უნდა მიხედონ და თავიანთი ამომრჩეველი დააზღვიონ, რომ მათთვის მიცემული ხმებით, სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება და რომ მათთვის მიცემულ ხმებს, სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ლიდერის გაწონასწორების და შეკავებისთვის გამოიყენებენ.
სააკაშვილის შეკავება და მისთვის ადგილის მიჩენა დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, არის რეალისტური.
სააკაშვილის გაქრობა, სანამ მას ამომრჩევლი ყავს, არის არარეალისტური.
რეალისტური მიზნები ჯობია დაისახოთ.”