„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც..“ – გიორგი გახარია

1,087 წაკითხვა

არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

ფოტო: “ფორმულა”

Next Post

„ნიკა მელია კი წააკლეს ქათამივით და..“ - ბონდო მძინარაშვილი

ორშ მარ 22 , 2021
1,087 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციის შესახებ წერს: „ქათამმა თქვა, – ხარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო. ქათამმა თქვაო, ქათამმა, მელამ კი არა! ჰოდა, ნიკა მელია კი წააკლეს ქათამივით და თვითონ სოფელ-სოფელ უნდა ისუნსულონ 15 მაისამდე. ესეიგი, კიდევ 2 თვე, 15 მაისამდე (და 15 მაისის შემდეგაც!) მელია საკანში იქნება, ესენი კი სუფთა ჰაერზე გაისეირნებენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ