კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

892 წაკითხვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში თავად წერს:
მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.
ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში.
კახაბერ საბანაძე

Next Post

„ჟორიკა რურუა აგდია ციხეში და ვერც ვერასდროს გამოვა“ - ხათუნა ხოფერია

სამ მარ 23 , 2021
892 წაკითხვა „ცეცხლსასროლი იარაღით ვინც დარბოდა საქართველოში, ჟორიკა რურუა  არის თქვენი  პოლიტიკური ლიდერი და აგდია ციხეში, ვერც ვერასდროს ვერ გამოვა“. იარაღით ვინც დარბოდა და ხალხს ხოცავდა, ეს არის თქვენი პოლიტიკური ლიდერი ჟორიკა რურუა და ზის ციხეში“, – აცხადებს ხათუნა ხოფერია, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“. მისივე თქმით, არ უნდა იკადროს ოპოზიციამ ის, რომ რურუას გამოშვების საკითხი ხელისუფლებასთან დააყენოს.

შესაძლოა მოგეწონოთ