ნაპრალის სიღრმე ყოველდღე მატულობს – ვაშლიჯვარში დევნილები სახლებს ტოვებენ

1,515 წაკითხვა

ვაშლიჯვრის ფერდობზე მცხოვრები დევნილები, საცხოვრებლებს ტოვებენ. მოსახლეობა მეწყერსაშიში ზონიდან გადადის. პრაიმ ტაიმი ბროწეულას ქუჩაზე არსებულ დევნილების დასახლებაში მივიდა და გაესაუბრა მათ, ვინც ჯერ კიდევ საშიშ უბანს შემორჩა.

„ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით…“ – ამბობს დევნილი ქალი.

ადგილობრივები 10 წლის წინ მოვარდნილ ღვარცოფს იხსენებენ და ამბობენ, რომ ფერდობიდან კლდის ნაშალი პერიოდულად ჩამოდის.

„ბროწეულას ჩიხში 17 ოჯახი ვცხოვრობთ. წლების წინათ, ფერდობიდან დიდი წვიმის შემდეგ, ღვარცოფი ჩამოვიდა და ეზოები დაგვიტბორა. ახლანდელი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ყველას ეშინია და აქედან გარბიან. ზოგიერთს წასასვლელიც კი არ აქვს. მარტო ამ ჩვენს პატარა უბანში საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა.

დღეში სამჯერ ავდივარ და ვამოწმებ, რა მდგომარეობაა. ყოველდღე სულ უფრო მატულობს ნაპრალის სიღრმე. დღეს  გერმანელმა სპეციალისტებმაც თქვეს, რომ მდგომარეობა რთულიაო, ახლა ხალხს მთავრობამ უნდა მიხედოს. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობაც ტოვებს სახლებს.“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მათთან მერიის წარმომადგენლები და გია ვოლკსი მივიდნენ. მათთან გასაუბრების შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება, მოხდება თუ არა მაცხოვრებლების ტერიტორიიდან გაყვანა.

პრაიმ ტაიმი

Next Post

„ახლა მე ვეუბნები წულუკიანს, რომ ის არის ყველაზე სამარცხვინო და..“ - თაკო ჩარკვიანი

ოთხ მარ 24 , 2021
1,515 წაკითხვაპარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალური ქსელით, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება: „წულუკიანი.RU“ თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება, მაგ მსახიობს, მე გამოვიძიებ დავინტერესდები ვინ დგას ამ აზრის უკანო. ჰოდა ახლა მე ვეუბნები წულუკიანს, რომ ის არის ყველაზე სამარცხვინო და ფსკერზე მყოფი, უკულტურო მინისტრი ვინც კი ჰყოლია ოდესმე საქართველოს, ახლა დაინტერესდეს ვინ დგას ამ აზრის უკან და ვეტყვი რომ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ