„ეს რა ქენით, ბატონო გიორგი?” – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

765 წაკითხვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის  გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება, „რადიო იმედის“ ეთერში:

„გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს როგორც მისთვის არის შეურაცხმყოფელი, ასევე ჩვენთვის. გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და მე ეს პირადადაც ვუთხარი: “ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა.

მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“

Next Post

„მე არ ვარ კულტურის მინისტრი, მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი“ - თეა წულუკიანი ანიტა რაჭველს პასუხობს

ხუთ მარ 25 , 2021
765 წაკითხვაკულტურის მინისტრის პასუხი საოპერო მომღერალს – თეა წულუკიანი ანიტა რაჭველიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მეცოსოპრანომ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში გააკეთა: ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, […]