„ქართულ ოცნებას“ ვპირდები“ – ირმა ინაშვილი

1,323 წაკითხვა

„პატრიოტთა ალიანსი“-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება “სუსი”-ს ყოფილი თანამშრომლის იმ ინტერვიუს, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ ამონტაჟებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

„ვრცელდება სუსის თუ შსს-ს თანამშრომლის ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მანკიერება (ფარული გადაღებები) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება და ამჯერად, ანა დოლიძის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს რაც ვიცით, თორემ საუბარი ათასობით ფაილს და არა ერთ საჯარო პირს ეხება, რომელთა ოჯახებშიც (ფარულად) გადამღებ აპარატურას ამონაჟებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ.

მხარდაჭერას ვუცხადებ ანა დოლიძეს! ანა დოლიძე არც მარტოა და არც მარტო ანა დოლიძის პრობლემაა, რასაც მორიგჯერ დავეჯახეთ.

„ქართულ ოცნებას“ ვპირდები: ყველა აგებთ პასუხს! ქვედა შემსრულებლებიც და, რაც მთავარია, ზედა რგოლი!!! თქვენც საძინებლებში უვარდებით ადამიანებს?! საიდან უნდა იცოდეს ვინმე შემსრულებელმა ივანე გულაშვილმა ველოსიპედი დგას ანა დოლიძის სახლის აივანზე, თუ ყვავილების ქოთანი? ანუ უკანონოდ იყო შესული მის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ უთვალთვალებდნენ და იწერდნენ, რასაც ვინმე გულაშვილი თავად ადასტურებს. თქვენც მეგის ქარდავები გახდით?!”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში

Next Post

ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შაბ მარ 27 , 2021
1,323 წაკითხვაჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამოკვლევები და ოპერაცია ესაჭიროება. მისი ჯანმრთელობის გაუარესება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში, რაც უცხოეთში მკურნალობას საჭიროებს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე – „საქართველოს ბანკი” – GE47BG0000000148263300. მიმღები იაკობ ალხაზაშვილი. „თიბისი ბანკი” – GE18TB7022745061100103. მიმღები გვანცა ციმინტია.