კახა კალაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობს

912 წაკითხვა

თბილისის მერი ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება სამკურნალოდ. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, მას ვერტებრო-ბაზილაურლი სინდრომი და ვესიბულოპათია დაუდგინდა.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!“– წერს კახა კალაძე.

 

Next Post

„ქართულ ოცნებას“ ვპირდები“ – ირმა ინაშვილი

შაბ მარ 27 , 2021
912 წაკითხვა„პატრიოტთა ალიანსი“-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება “სუსი”-ს ყოფილი თანამშრომლის იმ ინტერვიუს, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ ამონტაჟებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. „ვრცელდება სუსის თუ შსს-ს თანამშრომლის ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მანკიერება (ფარული გადაღებები) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება და ამჯერად, ანა დოლიძის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს რაც ვიცით, თორემ საუბარი ათასობით ფაილს და […]