თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის აქციებზე არ უნდა გამოჩნდეს:
– ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც გაანულა რუსული ვექტორი საქართველოში. ოპოზიცია აცოცხლებს მათ და კითხვა ისმის, რატომ? ხომ გვინდა, პროცესი სწორად წავიდეს და არ მიდის სწორად. აგერ ქალბატონ ნინოს ჩემზე უთქვამს, პირადი ინტერესი ამოძრავებსო. რა პასუხი უნდა გამცეს?! ხალხს გასცეს პასუხი, ტელევიზიის დარბევას რომ ამართლებდა. პატივს ვცემ ნათელმირონობას, მაგრამ, იმის გამო, რომ მამაჩემის ნათლულია, მისი ჩანაწერი მოვიწონო?! მოვიწონო უბლოკო სტატუსი, რომ რუსეთმა და ირანმა შემჭამოს?! მე ვიბრძვი, რომ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გახდეს საქართველო და ქალი უბლოკო სტატუსს აყენებდა.