გახარია, ოპოზიციის სერიოზული თავის ტკივილი გახდება – გიორგი ცუცქირიძე

1,380 წაკითხვა

მთელი ოპომედიის დღის წესრიგი გადასულია გიორგი გახარიას პოლიტიკური პერსპექტივების განხილვაზე. ბუნებრივია, აქცენტები მისი დისკრედიტაციის მცდელობაზეა აგებული, სხვადასხვა ვარიაციებით.”- ამის შესახებ პროფესორი გიორგი ცუცქირიძე წერს სოციალურ ქსელში.

“გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლა, რომ ოპოზიციისათვის არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლის წინაპირობას წარმოადგენს, ეს სააკაშვილსაც გააზრებული აქვს და ლელოსნაირ 3 პროცენტიან პარტიებსაც.

სააკაშვილის გუშინდელი აშკარად გაღიზიანებული და არაკორექტული კომენტარებიც გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე, ტვ პირველის ღამის ეთერში ჩართვისას, ამაზე მიუთითებს და ორი დღის წინ, ხაზარაძის გრიგოლიასთან სტუმრობისას გაკეთებული განცხადებებიც.

ახლა რამდენი არ უნდა იძახონ, რომ ის ხმებს ოცნებას წაართმევს, ძალზე ზედაპირულია, თუ ეს ასეა, მაშინ სანერვიულო რაღა უნდა ჰქონდეთ ან ასეთი მაღალი ყურადღება და ფეიკ ნიუსებით მისი დისკრედიტაციის მცდელობები რაში უნდა ჭირდებოდეთ.

რეალურად კი გადამდგარი პრემიერ მინისტრი, სწორედ ოპოზიციის სერიოზული თავის ტკივილი გახდება და ახლა ლამის თუთიყუშებივით, რომ იმეორებენ სანამ პოლიტიკაში შემოვა 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემაო, ხომ არ დაავიწყდათ ამ საკითხზე საპარლამენტო დებატებისას, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით შედგა ამ ნაწილს ახლა, რომ მორალისტებად იქცნენ, პარლამენტში ასით ნული ისე მოუგო კითხვაც კი ვერ დაუსვეს წესიერად?!

არც ის დაგვავიწყდეს, რომ თუ გახარია პოლიტიკაში შემოვა, ნაციონალებსაც გაწევს, ახლა მთავარ ოპოზიციად, რომ მოიხსენიებიან და სხვებსაც გადაწევს საარჩევნო ბარიერს ქვემოთ, სადღაც 3 % იანი შედეგები რომ აჩვენეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ამას ყველაზე კარგად მაინც თავად ლამის უკრაინიდამ ასაბარგებლად გამზადეული და ჩემოდანზე მჯდომი სააკაშვილი გრძნობს.

გახარია ოცნების ელექტორატზე მეტად, იმ ელექტორატის ხმებს უფრო წამოიღებს, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ ან ხმა სულაც ოცნებაზე გაბრაზებულებმა ოპოზიციას მიცეს, ეს თანაბრად ეხება ლელოსაც და ნაციონალებსაც, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს. და ეს რომ ასეა, თუნდაც “ენ დი აი”-ს ბოლო კვლევებიც აჩვენებს, სადაც ნაციონალების რეიტინგი კრიტიკულ ნიშნულამდეა, ხოლო დანარჩენი ოპოზიციის ლამის ნულისკენ მიექანება და ამას უახლოესი არჩევნებიც გამოაჩენს.

რამდენიმე დღეში, იმედია გახარიას სამომავლო გეგმებსაც გავიგებთ, არანაკლები მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ გუნდის შემადგენლობას, მედიით დღემდე მხოლოდ ყოფილ ან მოქმედ ჩინოვნიკებზე, რომ ხდება აქცენტირება, არამედ გუნდთან ერთად პოლიტიკური და ეკონომიკური პლათფორმა თუ რა კონცეფციაზე იქნება ბაზირებული.

დასავლეთის მზარდი ინტერესი მიანიშნებს, რომ ქვეყანა გამოდის პოსტსაბჭოთა სივრციდან, რისი შედეგიც პოლიტიკური კონფიგურაციის და ბოლო 30 წლიანი სტატუსკვოს ცვლილება იქნება, რისი მოწმენიც უკვე უახლოეს არჩევნებზე გავხდებით!”- წერს გიორგი ცუცქირიძე.

Next Post

„სიცოცხლე მინდა, თქვენი იმედი მაქვს“ – ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება

კვი მარ 28 , 2021
1,380 წაკითხვა33 წლის სერგი ოთიაშვილს გულის დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირს, ოჯახმა კი ყველა რესურსი ამოწურა. ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ახალგაზრდა მამაკაცს და მის ოჯახს. საბანკო რეკვიზიტი: საქართველოს ბანკი: GE82BG0000000100796787GEL (მიმღები: თამარ კურტანიძე – (მეუღლე) საქველმოქმედო ვებ გვერდი: “Gofund” – გადარიცხეთ თანხა საიტიდან ამ ბმულზე: https://cutt.ly/axN78wq ან დარეკეთ ჯეოსელის […]

შესაძლოა მოგეწონოთ