714 წაკითხვა
თბილისის მერის მეუღლე, ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში კახა კალაძის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერტებრო – ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.
მოგვიანებით, კალაძის ექიმმა განაცხადა, რომ კვლევების შემდეგ პოლიტიკოს ვერტებრო – ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.
დღეს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზუსტდა, მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.