„ეს არის ძირითადი ამოცანა – „უცნობის“ გეგმები

1,046 წაკითხვა
ეს ადგილი ავირჩიეთ სიმბოლურად, იმიტომ რომ ამას ჰქვია ევროპის მოედანი. ესაა სული და გული, აქ ჩამოვარდა ხოხობი, აქ ნადირობდა გორგასალი და ცხელი წყლებიც აქ არის და ჰიგიენურადაც სუფთა ერი ვართ და ნუ გვასწავლიან ჭკუას. ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ბერლინის კედელიც აქ არის და ეს კედლები უნდა დავანგრიოთ, – ამის შესახებ „უცნობმა“ გიორგი გაჩეჩილაძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის 9 აპრილს, დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, ევროპის მოედანზე შეკრებილებს მთავარი სათქმელის ირგვლივ დუმილით გააერთიანებს. „ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს ყველას, შიგნით იქნება ეს თუ გარეთ, რომ ის არის პრიორიტეტი. ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს გაუთავებელი ლანძღვა-გინება, მარაზმს დავარქმევდი მე ამას, რაც ხდება, ეს უნდა დასრულდეს და ქართველმა ხალხმა ეს ძალაუფლება თვითონ უნდა მოიპოვოს. ეს ძალაუფლება არ გამოიხატება მხოლოდ ერთ შეკრებაში, ეს გამოიხატება იმაში, რომ ქართველ ხალხს აქვს იმის აღდგენის უფლება, რაც 90-იან წლებში ამოიღეს საქართველოს კონსტიტუციიდან, ეს არის პირდაპირი დემოკრატია, აღარაფერს ეკითხებიან ხალხს, იმიტომ მოვედით აქამდე, სადაც მოვედით, ამიტომ ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და უნდა აღდგეს კონსტიტუციაში 52-ე მუხლი, რომელიც გაუქმებულია. ვფიქრობ, რომ რეფერენდუმის გზით კანონის მიღების და გაუქმების უფლება უნდა მოიპოვოს ისევ ქართველმა ხალხმა, ეს არის ძირითადი ამოცანა, რომ ისევ მართოს და ქართველი ხალხის დაქირავებულები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ხალხმა ანახოს თავის ძალა“, – განაცხადა უცნობმა. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ასევე 9 აპრილს ევროპის მოედანზე დაფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“. მისი თქმით, ორგანიზაცია აპოლიტიკური იქნება.„მინდა შეიქმნას საზოგადოებრივი მოძრაობა და არანაირად პოლიტიკური, რომელიც ყველა პოლიტიკაზე მაღლა იქნება და რომელიც უკარნახებს ხელისუფლებას. ეს ორგანიზაცია მოექცევა ყველაფრის თავში და ზუსტად ხალხის მსახური გახდება ყველა ხელისუფლება, რომელიც ამის მერე მოვა. ჩვენ არ ვიცით რა არის პირდაპირი დემოკრატია, პირდაპირი ხალხისაა და ამ ყველაფერს იგნორირებას უკეთებენ და ასეა 30 წელი, ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ არ გვინახავს ხალხის მმართველობა და ზუსტად ამის დაფუძნება გვინდა ჩვენ“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

Next Post

„გახარია იმედგაცრუებული მეოცნებეების ხმებს წაიღებს“

კვი მარ 28 , 2021
1,046 წაკითხვაექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ  არაფერი დაუშავდება გახარიას, თუკი ხალხის დიდი ნაწილი იფიქრებს, რომ გახარია რეალურად ბიძინასთანაა შეკრული: „არსებობენ იმედგაცრუებული მეოცნებეები. ეს დიდი მასაა და ისინი სიამოვნებით მისცემენ ხმას გახარიას, თუ იფიქრებენ, რომ გახარია არის ბიძინასთან. გახარია ძირითადად წამოიღებს იმედგაცრუებული მეოცნებეების ხმებს, თუმცა, გააჩნია, როგორ იმუშავებს, ვის შემოიკრებს“.

შესაძლოა მოგეწონოთ