„როცა ხელისუფლება ეკონომიკური პროექტში ”ძმაბიჭობამდე” დადის, შედეგი სახეზეა!“ – დემურ გიორხელიძე

1,063 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
სუეცის არხი გუშინს შემდეგ ბლოკირებულია:
უზარმაზარი კონტეინერმზიდი მეჩეჩზე ”შეჯდა”…
300-ზე მეტი ხომალდია რიგში და, ალბათ,
ყველა გაემგზავრება კეთილი იმედის კონცხის შემოვლით (იცით, ეს აფრიკის კონტინენტის ბოლოშია).
რუსებმა არ დააყოვნეს და ალტერნატიული მარშრუტის წინწაწევა გააძლიერეს – ეს არის ჩრდილოეთის საზღვაო გზა!.. კლიმატის ცვლილება, + რისკები რეალურს ხდის ამ მარშრუტს.
ახლა გასაგებია, თუ რას ნიშნავს ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი
(და არა პორტი, რომელსაც დილეტანტები და მათ შორის, მთავრობის მაღალჩინოსნები არცოდნის გამო უწოდებე),
რომელსაც ხელისუფლებამთავისი რამდენიმე წლის წინანდელი ”ტენდერით” ზურგში დანა ჩასცა და იგნორირება გაუკეთა სუპერ-პროექტს – ქართული საინჟინრო აზრის (ჯერ კიდევ არსებულის!) მიღწევას –
ამ სატრანსპორტო კვანძის პროექტს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთი ვარიანტია და არა კონფრონტაცია სხვა მარშრუტებთან!
ამ პროექტის ავტორი ქართველი ინჟინერი სპარტაკ ერაგიაა, – ყულევის ტერმინალის დამპროექტებელი და ამგები!
ასეა,
როცა ხელისუფლება ეკონომიკური პროექტში ”ძმაბიჭობამდე” დადის და იდეოლოგიით შხამავს
სუპერ-პროექტს, შედეგი სახეზეა!
p.s.
ბატონი სპარტაკის მიწვევით მასთან ერთად განვიხილავდით ამ პროექტის რეალიზაციის გზებს. მადლობა მას! იგი უაღრესად საქმიანი კაცია და ღრმად პროფესიონალი და პატრიოტი. მას ქართული ჩალიჩლექსიკით საქართველოს ინტერესების საზიანოდ ვერ დაელაპარაკები.
ღრმად ვიცნობ ამ პროექტს სულ დეტალებში.
ეს პროექტი მსოფლიოშია ცნობილი!
არც ბიუჯეტის ფულია საჭირო მის სარეალიზაციოდ და არც სხვა რამ, გარდა ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები (ანუ ქართველი ხალხის ინტერესები) და ქართული რეალობა 30 წელია უსაშველოდ დაცილებულია ერთმანეთს.
მე (კიდევ ერთ პიროვნებასთან ერთად)
ძალზე გავლენიანი პირის მეშვეობით, რომელიც კონსულტაციებს უწევს ყველა დიდ ჩინურ კორპორაციას საზღვარგერეთულ ოპერაციებში, ჩამოვიყვანე ჩინეთის უზარმაზარი კომპანია “ჩაინა ჰარბორ კორპორეიშნ” და მთავრობას (ეკონომიკის სამინისტროს ხელ-ელებს შევახვედრე)… 
ახლა არ მკითხოთ, რა გამოვიდა აქედანო!
ის პირიც ჩამოვიყვანე (უფრო სწორად, თავად ჩამოვიდა, – მილიარდერია! ჩამოვიდა ერთი მიზნით, –
”მინდოდა მენახეთ რეალობაში, ვის აქვს ასეთი მიზნებიო”.
მე მას ძალიან დავუახლოვდი!
ჩემი არაერთი სტატია წაიღო! ძალზე მაგარი პიროვნებაა. ასე მითხრა: ”დემურ, არ გეშინიათ ამ ხალხის გადაწყვეტილებებისო?” (როცა ”მაღლა” რამდენიმე კაცი შევახვედრე!). ალბათ, ამათ კონსულტანტებისა და ექსპერტების დიდი ჯგუფები ახვევიათ თავსო.
მე გამეცინა და ვუთხარი: ” ამათ კონსულტანტები რად უნდათ, თავად არიან სამყაროს ჭიპლარებითქო”. უკვე თავადაც იყო მიმხვდარი! 
ეს პროექტი არ გაკეთდება კონფრონტაციულ რეჟიმში, იდეოლოგიური სისულელებითა და ჩინეთის ინტერესების გარეშე! თუ ჩინელებმა ამ მარშრუტზე ტვირთი არ გაატარეს, არავის სჭირდება ეს გზა!
კონსორციუმი საღი პროპორციებით ალაგებს სიტუაციას, მათ შორის, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

Next Post

I've got a couple of job options, Fourth What Keeps You Together.

სამ მარ 30 , 2021
1,063 წაკითხვაBegin by placing the first and secondnext to each other, Psychic Medium Reading Legitimacy Since the psychic business is unregulated, beginning from the left. it’s difficult to report scams and receive your cash back. Beneath those s, It’s up to the client (you) to determine the validity of a specific medium before plunking down your cash. your third, Along […]

შესაძლოა მოგეწონოთ