მეუფე პეტრე საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

993 წაკითხვა

მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან იმყოფება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„მრევლი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას, ვისაც დაუშვებენ, ჩვენ დისტრანციით გვსურს მასთან შეხვედრა. მან თქვა, რომ მეუფე პეტრე უძღები შვილია და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, სახარება არასწორად განმარტა“, – აცხადებს მეუფე პეტრე.

ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

“უძღებმა შვილმა“ მამას მოსთხოვა მისი ქონების, წილის აღება და დამოუკიდებელი ცხოვრება. მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ვერ გაართვა თავი დამოუკიდებელ ცხოვრებას „უძღებმა შვილმა“, ცოდვებში ჩავარდა, მაგრამ, შემდეგ გონს მოეგო და მამასთან სინანულით დაბრუნდა.

თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ ეკლესიაში უზნეობას მფარველობთ, თქვენ ეკლესიაში მფარველობთ უსამართლობას, პირადი პატიმარი გყავთ, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ მამამ, თავისი ჭკუით, სახლიდან გამაგდო, რა თქმა უნდა, უკანონოდ.

თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე „უძღები შვილი“ ვარ, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის „უძღები შვილი“, ღვთის წინაშე, რომელიც ღმერთს განუდგა და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“,-აცხადებს მეუფე პეტრე.

Next Post

„გამარჯვება რუსეთზე - შარვლების ჩახდისა და უკანალების ჩვენებაც კი აღარ გახდა საჭირო“

პარ აპრ 2 , 2021
993 წაკითხვანანა კაკაბაძის გამოხმაურება ვლადიმერ პოზნერის სტუმრობაზე, გამართულ აქციებზე და განვითარებულ მოვლენებზე: „გამარჯვება რუსეთზე (აბა რა ეგონათ?!) მამაცი ქართველი პატრიოტები რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობენ! საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა… თანაც, ამისთვის მამაცი ქართველი პატრიოტებისთვის საკმარისი აღმოჩნდა გულზე მჯიღის ცემა, ქართულ-რუსული ბილწსიტყვაობა, სასტვენები, საქართველოს ჰიმნის სიმღერა და კვერცხების სროლა. ისე მოვიპოვეთ სრული გამარჯვება მტერზე, რომ მამაცი პატრიოტების ყველაზე მრისხანე […]