კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ახალ თაობასთან“ გახარიას გააქტიურებაზე საუბრობს:
„კალაძეს დიდი ამომრჩეველი ჰყავს როგორც იმერეთში, ისე თბილისში და ისე ქვემო ქართლში. გახარიას თავის ამომრჩეველი ჰყავს სამეგრელოში. მისია გუბერნატორები. გახარია, ასევე, აზის ზემოდან ძალოვან უწყებებს. გახარია ფლობს ბერკეტებს, მართოს სიტუაცია ადგილობრივ არჩევნებზე.
ის ადგილობრივ არჩევნებს გარედან დააკვირდება და თუ თავისი ხალხი დიდი რაოდენობით მოიყვანა, მერე გამოვა ჩრდილიდან.
აი ამ შემთხვევაშიკალაძე-გახარიას ალიანსი გარდაუვალი იქნება! ეს იქნება ორი დადებითი და პოპულარული ფიგურა. სერიოზული მინუსები არც ერთს არ აქვს. თავისი გადადგომით, გახარიამ გაასუფთავა საკუთარი წარსული. ამიტომ 2024-ისთვის დიდი ალბათობით ვიხილავთ გახარია-კალაძის ტანდემს.