„იმის დემო-ვერსიამ, თუ რა შეიძლება მოხდეს, ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ“

გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
რაც ხდება დღეს ნამახვანის გარშემო განსაკუთრებით მკვეთრად აჩვენებს მთლიანად პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს.
ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს, იმუშაოს, გაიგოს მათი გულისტკივილი, მოისმინოს მათი არგუმენტები, თავისი უთხრას, ოპოზიცია „გაუბრაზდა“ ხალხს, რომელმაც აქციაზე არ მიუშვა, სრული იგნორირებით უპასუხა და სეირს უყურებს…
დანიელსონი და არა ხალხი მიაჩნიათ ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად, მაშინ როდესაც დანიელსონს მიაჩნია, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კაპიკია ამ ოპოზიციის ფასი.
ხალხს აქვს უფლება და საფუძველი იყოს გაბრაზებული თქვენზე. თქვენ ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება.
ემოციურადაც ასეა და პრაგმატულადაც.
თუ არც ემოციის გჯერათ და არც პოლიტიკური პრაგმატიკის, ნიშნების იქნებ გჯერათ?
ნიშანი კი ასეთია – იმის დემო-ვერსიამ, თუ რა შეიძლება მოხდეს, ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ…
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…