„ჟურნალისტების გასაგონად – მე გაგაფრთხილეთ! – “ – ბონდო მძინარაშვილი

1,690 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ჟურნალისტების გასაგონად!
ვინც გამიზნულად ან ბრმად ხელს უწყობთ სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნებას, იმედი უნდა გაგიცრუოთ: ვერასოდეს ვერ დაბრუნდება!
ეს – ახლავე რომ იცოდეთ!
და კიდევ, – თქვენ იცით, რომ მე იდეალური მეხსიერება მაქვს და ასევე თქვენ იცით, რომ მე ვიცი, რომ თქვენ იცით, რა გააკეთა სააკაშვილმა 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე!
ჰოდა, რაკი მე ვიცი, რომ თქვენ იცით, რომ მე ვიცი, კიდევ ერთხელ გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ: გამწარებული და შურისძიებით აღვსილი სააკაშვილი იმ ეთერებიდან გაგაქრობთ, ახლა თავს რომ იწონებთ და დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნექტარს ეწაფებით!
ერთხელ უკვე გაგაბრუათ ამ ნექტარმა, შემდეგ კი მოვიდა მანიაკი და “თავისი” ჟურნალისტების ნაწილი აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოაშორა სხვადასხვა პრესსამსახურებში თუ სამეთვალყურეო საბჭოებში განწესებით, ნაწილი კი პენსიაში გაუშვა. ახლაც ასე იზამს, ოღონდ უკვე ისე გაგიშვებთ, წელში ვერ გაიმართებით!
მე გაგაფრთხილეთ!
თქვენ კი ის ჭყინტი ჟურნალისტები გააფრთხილეთ, რომლებსაც ახლა წვრთნით და აგულიანებთ!
ბავშვები აღარ ხართ და თქვენს ჭაღარას ვცემ პატივს, თორემ სათითაოდ მოგნიშნავდით.
ამას კი იმიტომაც არ ვაკეთებ, რომ მჯერა, თქვენც პატივს სცემთ ჩემს ჭაღარას!
ჩვენ მეტი ვიცით და ამიტომაც მეტი მოგვეთხოვება!

Next Post

ნიკა მელია 8 აპრილს შეიძლება ციხიდან გამოუშვან

ორშ აპრ 5 , 2021
1,690 წაკითხვათბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა. სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს მისთვის უცნობია. ის არ ფლობს ინფორმაციას, დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს. ცნობისთვის, “ერთიანი […]