826 წაკითხვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა.
სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს მისთვის უცნობია. ის არ ფლობს ინფორმაციას, დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.