„ეს უკანასკნელია რასაც ამ ადამიანზე ვიტყვი!“ – ვატო შაქარაშვილი ეკა ბესელიაზე

2,351 წაკითხვა

ვატო შაქარიშვილის გამოხმაურება ეკა ბესელიას ფეისბუქ პოსტზე:

„ქართულ პოლიტიკაში გუბაზები აღარავის უკვირდა, მაგრამ მორალურ დეგრადაციაზე და სახის დაკარგვაზე დღეს უკვე პირველი ეკა ბესელია ახსენდება საზოგადოებას… ეს ძალიან სამწუხაროა, შეიძლება იმიტომ რომ ბევრს ისევე როგორც მე, ენანებოდა და არ ემეტებოდა დღევანდელი მდგომარეობისთვის, მისი წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ადამიანი თავად ივიწყებს საკუთარ წარსულს შენ უკვე უძლური ხარ.

მძიმე სანახავი იყო სამართლიანობისთვის ბრძოლის პედესტალიდან, გვარამიას “საცივში” მისი ჩამოქვეითება… დიდი ხნის განმავლობაში დაუჯერებელი იყო სააკაშვილი – უგულავა – ბოკერიას გვერდით აღმოჩენა… დასანანი იყო მისი და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფები ჩემი მისამართით.

ბოლო წვეთი იყო როდესაც 9 აპრილის შეკრების შემდეგ, იქ მოსული ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ გვარამიას ბოსელის და შალიკოს ფანჩატურის მთავარი სპიკერი გახდა… სიმართლე მწარეა! მიხარია სარკეში თუ ჩავახედე ერთი ადამიანი მაინც… ეს უკანასკნელია რასაც ამ ადამიანზე ვიტყვი!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

Next Post

ასტროლოგი რამაზ გიგაური 12 აპრილის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს

ორშ აპრ 12 , 2021
2,351 წაკითხვაასტროლოგი რამაზ გიგაური 12 აპრილის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს: „12 აპრილს (თბილისის დროით) 6:31 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე „ძლიერი“ ახალმთვარეობაა, რადგან მზე და მთვარე განთავსებულები იქნებიან ვერძის ზოდიაქოში, რაც უკვე მიანიშნებს ენერგიის იმპულსურ, დაუფიქრებელ, წინდაუხედავ გამოვლენაზე. გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა ხდება ვერძის ზოდიაქოს 23-ე (დამანგრეველ) გრადუსში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოიმატებს აგრესიის ალბათობა და […]