ასტროლოგი რამაზ გიგაური 12 აპრილის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს

928 წაკითხვა

ასტროლოგი რამაზ გიგაური 12 აპრილის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს:

„12 აპრილს (თბილისის დროით) 6:31 საათზე ახალმთვარეობა იქნება.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე „ძლიერი“ ახალმთვარეობაა, რადგან მზე და მთვარე განთავსებულები იქნებიან ვერძის ზოდიაქოში, რაც უკვე მიანიშნებს ენერგიის იმპულსურ, დაუფიქრებელ, წინდაუხედავ გამოვლენაზე. გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა ხდება ვერძის ზოდიაქოს 23-ე (დამანგრეველ) გრადუსში.
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოიმატებს აგრესიის ალბათობა და ეს საგრძნობი იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე სახელმწიფოებრივი მასშტაბით. განსაკუთრებით რთული იქნება ისეთი ტერიტორიები, სადაც შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეები არსებობს. მოსალოდნელია ამ სივრცეში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრე გავხდეთ.

თუ თბილისის გრძედსა და განედს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ეს ახალმთვარეობა ასცენდენტთან ზუსტ შეერთებაშია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზემოთ ხსენებულ იმპულსურობასა და აგრესიას. ამას „კლასიკური“ წყობა ეწოდება, როდესაც ერთი და იგივე ნიშანში განთავსებულია ჰოროსკოპის სამი ძირითადი პარამეტრი – მზე, მთვარე და ასცენდენტი. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოიმატებს კონფლიქტები და დაპირისპირები. გაიზრდება ტექნიკური ავარიების ალბათობა (მათ შორის ავტოკატასტროფების რიცხვიც).

აქედან გამომდინარე, საჭიროა დაფიქრებული და წინდახედული მოქმედებები. ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობისას, მანქანის მართვისას, ასევე ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობისას საჭირო იქნება სიფრთხილის გამოვლენა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა იმპულსურად, არამედ კარგად გააზრების შემდეგ უნდა იქნას მიღებული. ეს რამდენად შეამცირებს ნეგატიური შედეგის მიღებას.

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-10 სახლშია, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამძაფრდეს ხელისუფლებისთვის ბრძოლა. არ არის გამორიცხული ზოგი პოლიტიკოსი დაუფიქრებელი და წინდაუხედავი საუბრის გამო, სერიოზულ სკანდალშიც აღმოჩნდეს ჩათრეული. არ გამოირიცხება გამჟღავნდეს აქამდე დაფარული პოლიტიკური თუ ეკონომიკური საიდუმლოება, რაც ხალხში აგრესიის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის 22-ე, 23-ე და 24-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

ვერძები დაიწყება საშუალოდ ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ ცხოვრებაში ახალ იმპულსებს, ახალ ენერგიას შემოიტანს.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – ლომისთვის და მშვილდოსნისთვის. მათთვისაც ეს პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. მოსალოდნელია ის ნეგატიური ცვლილებებიც კი, რომელიც ამ პერიოდში მოხდება, მთლიანობაში პოზიტიურად შემოუტრიალდეთ.

ტყუპისთვის და მერწყულისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობების შანსს გააჩენს. განსხვავებით სასწორისგან, რომელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

მცირედით დისჰარმონიული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის – კირჩხიბისთვის, მორიელისთვის და თევზებისთვის. მათთვის მთავარი იქნება ემოციური ბალანსის შენარჩუნება, ასევე ძველი ვალების გასტუმრება და წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება.

ყველაზე რთული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის – კუროსთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის, რადგან ეზოთერულ ასტროლოგიაში ცეცხლის სტიქია მტრული დამოკიდებულების გამოირჩევა მიწის სტიქიის მიმართ (ცეცხლი წვავს მიწას და მას ნაცრად, ანუ უნაყოფო მიწად აქცევს და მიწა აქრობს ცეცხლს, ანუ ანადგურებს). აქედან გამომდინარე, მიწის სტიქიის ნიშნებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების დაზოგვით კუთხით. უპირველესად ეს ეხება საკუთარი ფინანსების, ენერგიის და დროის მართვას. მათ კონცენტრაცია პრიორიტეტულ საკითხებზე მოახდინონ და არ აყვნენ მათ წინააღმდეგ მოწყობილ პირდაპირ თუ ირიბ პროვოკაციებს.“

Next Post

„ეს ბევრს ავიწყდება!“ – თეა წულუკიანი

ორშ აპრ 12 , 2021
928 წაკითხვაგადაცემაში „ნოესთან“ თეა წულუკიანი ამბობს: „თუ მგელში გულისხმობთ, ისეთ ფიგურას, ლომს რომ უახლოვდება, ქართულ პოლიტიკაში თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, მგელი შევარდნაძე ნამდვილად იყო, თუმცა მას მელას უწოდებდნენ. თუ უფრო აქეთ წამოვალთ, პოლიტიკური მგელი, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფო ინტერესი გადაარჩინა, იბრძოლა, სადაც დასჭირდა ებრძოლა, იბრძოლა და კომპრომისისთვის დაიხია, ეს ნამდვილად არის ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი, რომლის […]