უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გირჩის მიერ ჩამოთვლილ 7 პუნქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება იაგო ხვიჩიას განცხადებაზე აიგოს ხელისუფლების პოზიცია:
„გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერთ მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება.
არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღას ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე” – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გირჩმა გამოაქვეყნა 7 პუნქტი და განაცხადა, რომ ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტია მზად არის, პარლამენტში შევიდეს.