„საბა ბუაძე მგონია იდიოტი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

1,038 წაკითხვა

„გირჩი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას “ლელო”-ს წარმომადგენელ საბა ბუაძეზე ისაუბრა და მას იდიოტი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს შალვა ნათელაშვილობა და თაკო ჩარკვიანობა, რადგან ეს არის კლოუნანდის აპოთეოზი.

„საბა ბუაძე მგონია იდიოტი, მართლა, ეს უნდა მეთქვა ოდესღაც, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. მოდი, ერთხელ ამ დიდ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა. ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბასთან დავჯდე, საათობით ვისაუბრო და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოვიხადო. მაგრამ მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა და ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, – აცხადებს მეგრელიშვილი. 

Next Post

ღია საზოგადოების ფონდი, რიონის ხეობის მცველთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხმიანება

სამ აპრ 13 , 2021
1,038 წაკითხვაღია საზოგადოების ფონდი ეხმიანება რიონის ხეობის მცველთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას: ვეხმიანებით, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად  შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ