„კიდევ ბევრი კითხვაა, მაგრამ ახლა ესეც საკმარისია“ – გია ხუხაშვილის კითხვები ნამახვანჰესთან დაკავშირებით

989 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
სამწუხაროდ, ნამახვანი ჰესის საკითხი „პრადვინუტი“ საზოგადოების თვალში დასულია რამდენიმე „ჩამჭრელ“ კითხვამდე და ეს რიტორიკული კითხვები ითვლება ჭეშმარიტების ფლობის გამოხატულებად.
ეს კითხვებია
„აბა ჰესები არ გვჭირდება?“, „აბა ინვესტიციები არ გვჭირდება?“, „ენერგოდამოუკიდებლობა არ გვინდა?“, „აბა რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული?“
ბატონებო, თუ კითხვებს სვამთ, მოკლე პასუხები მაინც მოისმინეთ.
– ჰესები გვჭირდება, მაგრამ უსაფრთხო და ეკონომიკურად დასაბუთებული.
– ინვესტორი გვჭირდება, მაგრამ არა ისეთი , რომელსაც გრძელვადიანი სახელმწიფო კონტრაქტით გარანტირებული აქვს ზემოგება, რისკი კი ნულის ტოლი აქვს.
ის რომ ჩვენი სისტემა ნამახვანის გარეშე რუსეთზე იქნება დამოკიდებული, არის დიდი ტყუილი.
ახლა რამდენიმე კითხვას მე დაგისვამთ დასაფიქრებლად:
თქვენი აზრით:
რატომ დანიშნა თვითონ ხელისუფლებამ დამატებითი ექსპერტიზა?
რამდენად ობიექტურია კომპანიისთვის გარანტირებული ტარიფი და ხომ არ არის მასში კორუფციული კომპონენტი?
იქნებ იმიტომ არ ჯდებიან შეხვედრაზე, რომ პასუხები უბრალოდ არა აქვთ?
კიდევ ბევრი კითხვაა, მაგრამ ახლა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ – იქნებ უარესად არის საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ?

Next Post

გიორგი ლაღიძე - „რიონის ხეობის დამცველებს პოლიციითა და რობოკოპებით უსწორდებიან“

სამ აპრ 13 , 2021
989 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ნათელა თურნავას განცხადებას ეხმაურება, სადაც თურნავა ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს: „ხელისუფლებამ დააგვიანა რეაქცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით. მათ შექმნეს კრიზისი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ ძალას და ამ შემთხბებაში დაგვიანებულია ნათია თურნავას ეს განცხადება. მაშინ როდესაც, რიონის ხეობის დამცველებს პოლიციითა და რობოკოპებით უსწორდებიან, ხელისუფლების ეს შეთავაზება არის არა ადეკვატური. მე როგორც პოლიტიკოსი, […]