გიორგი ლაღიძე – „რიონის ხეობის დამცველებს პოლიციითა და რობოკოპებით უსწორდებიან“

1,056 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ნათელა თურნავას განცხადებას ეხმაურება, სადაც თურნავა ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს:

„ხელისუფლებამ დააგვიანა რეაქცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით. მათ შექმნეს კრიზისი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ ძალას და ამ შემთხბებაში დაგვიანებულია ნათია თურნავას ეს განცხადება. მაშინ როდესაც, რიონის ხეობის დამცველებს პოლიციითა და რობოკოპებით უსწორდებიან, ხელისუფლების ეს შეთავაზება არის არა ადეკვატური. მე როგორც პოლიტიკოსი, ჩვენი პარტიის სახელით, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ რიონის ხეობის დამცველებს და ვუერთდები მათ მოთხოვნებს. ხელისუფლების მიერ თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება  არის უკიდურესად კაბალური და ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და უარი უნდა თქვას ამ პროექტის განხორციელებაზე. ასევე, უნდა გაუქმდეს „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. ხოლო ქართველ ძალოვნებს მივცემდი ერთ რჩევას – რიონის ხეობის დამცველების დარბევის ნაცვლად, აჯობებს დაიცვან ჩვენი საზღვრები, მათ შორის დავით გარეჯი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, სადაც კვირა არ გავა ისე, რომ უკანონოდ ვინმე არ მოიტაცონ, ან თავისუფლება არ აღუკვეთონ. დიახ, ეფექტურები ისინი ამ მიმართულებით უნდა იყვნენ.

Next Post

„გახარიას პერსპექტივა არ აქვს“ - ლევან ბერძენიშვილი

ოთხ აპრ 14 , 2021
1,056 წაკითხვალევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასთან თანამშრომლობის სურვილი არ გააჩნია: – როდესაც სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის საგარეო მინისტრობიდან გადადგა, ნახევარი საქართველო მივიდა მასთან და ეგონათ, რომ დიდი ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მერე რაც მივიღეთ აქედან, დასკვნა თქვენთვის მომინდია. გახარიაზეც დიდი იმედები აქვთ, მაგრამ დიდი პერსპექტივა მას არ აქვს. იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც მაკო გომურს თვალი წაართვა. – […]