„გახარიას პერსპექტივა არ აქვს“ – ლევან ბერძენიშვილი

238 Views

ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასთან თანამშრომლობის სურვილი არ გააჩნია:

– როდესაც სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის საგარეო მინისტრობიდან გადადგა, ნახევარი საქართველო მივიდა მასთან და ეგონათ, რომ დიდი ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მერე რაც მივიღეთ აქედან, დასკვნა თქვენთვის მომინდია. გახარიაზეც დიდი იმედები აქვთ, მაგრამ დიდი პერსპექტივა მას არ აქვს. იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც მაკო გომურს თვალი წაართვა.

– ბიძინას არ ხედავთ მის უკან?

– რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, არ ვიცი. შეიძლება არ იყოს ბიძინა და უარესიც იყოს. შეიძლება კრემლის სხვა კაბინეტიდან იყოს მართული, მაგრამ შეიძლება მე და თქვენ უკან წავიღოთ ეს სიტყვები, ისე დაგვარწმუნოს ამ კაცმა თავის სიმართლეში.

თუ ვინმე იმედიანად არის განწყობილი, რომ ჩვენს პოლიტიკას ასეთი ვარსკვლავი გაანათებს, მე ასეთი არ ვარ. თუმცა, მომავალში ვერავინ ვერ განჭვრეტს. გახარიას გონიერება რომ არ აკლია, რად უნდა ამას ლაპარაკი. უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ პოლიტიკას არ ჰყოფნის ეს და ცოტა მეტია საჭირო.

ახალი თაობა

Next Post

„ბოდიში, მაგრამ ეს კაცი დებილია თუ რა სჭირს?“ - ბაია პატარაია

ოთხ აპრ 14 , 2021
238 Viewsბაია პატარაია გია მურღულიას პოსტს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „ბოდიში, მაგრამ ეს კაცი დებილია თუ რა სჭირს? რანაირად ცხოვრობს ასეთ ილუზიებში ამდენი წელი? ან ვის ატყუებს? ან რატომ ჰგონია, რომ ქალის ზღაპრულ ცხოველად დახატვა რაიმე ტიპის კომპლიმენტია ადამიანისთვის? საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია? მეეჭვება. სირცხვილია, რომ ეს ბოდვა რომანტიული ჰგონია თავად და ვერ იაზრებს, რა მავნებლობას სჩადის. პ.ს. უფსკრულთან მაინც ფრთხილად […]

mediapress.ge@gmail.com