„პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია“

1,869 წაკითხვა

„პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ თავი უნდა აარიდონ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რეალური საფრთხის შექმნის საშიშროებას.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება კონკრეტული შეწყალების მიმართ ლოიალურია, მაგრამ როცა საკამათო თემა ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენ, ხელისუფლება მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რყევები არ გამოიწვიოს. ისედაც ბევრი გამოწვევა არსებობს და ბევრი საფრთხე, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას მარგველაშვილის და სააკაშვილის მიმართ ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ, დღეს პოლიტიკური ასპერიზის წინა ხაზზე არიან გამოსულები და აგრესიული განცხადებებით ცდილობენ დისონანსი შემოიტანონ საზოგადოებაში”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ipn.ge

Next Post

წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

ოთხ სექ 25 , 2019
1,869 წაკითხვააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, – იუწყება CNN-ი. „მე ვაცხადებ იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ექვს კომიტეტს ვაძლევ განკარგულებას დაიწყონ თავიანთი გამოძიებები“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ ტელემიმართვაში. თავად ტრამპმა ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე […]

შესაძლოა მოგეწონოთ