„გირჩის პედოფილურ გადახრებს ვერ ვხსნი. რა უნდა საერთოდ?“ – ბაია პატარაია

1,038 წაკითხვა

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, ზურაბ ჯაფარიძის პოსტს აზიარებს და წერს:

„გირჩის პედოფილურ გადახრებს ვერ ვხსნი. რა უნდა საერთოდ? რანაირი პარალელია? სიგარეტის მოწევა და ბავშვის გარყვნა არ უნდა რეგულირდებოდეს კანონით?

მყავს გირჩელები მეგობრებში და ველი ახსნას.
იდიოტურ ახსნებსაც კი მოვისმენ იმდენად მინდა, რომ არ ვხედავდე იმას, რასაც ვხედავ ამ პოსტში.“

კომენტარებში ბაია წერს:

„მე მოვითხოვ, ამაზე განმარტებას! ყელშია უკვე გირჩის მავნებლობა პედოფილიაზე.“

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა ინიციატივას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არასრულწოვნის თანდასწრებით მანქანაში მოწევა აიკრძალოს და დაწერა:

„ხელცქვიტობა? რომ ჩამოკრას ვინმემ არასრულწლოვანის თანდასწრებით?“

მოგვიანებით, ზურაბ ჯაფარიძემ მისი ნათქვამი ასე განმარტა:

„რაღაცნაირად გაიგეს, რომ თითქოს მე მომხრე ვარ, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ვიღაცა მასტურბაციით დაკავდეს. ალბათ ეს გაიგეს და მაგის გამო მაგინებენ. არ ვიცი რაზე მაგინებენ, მაგრამ, ეგ არ მიგულისხმია.

სარკაზმი იყო. მოწევაზე იყო საუბარი — არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა უნდა აიკრძალოსო. აკრძალვებზე იყო უბრალოდ რეაქცია. მილიონი რამე შეიძლება მოიფიქრო, სცენა ტაქსიში, რომლის აკრძალვაც შეიძლება მოგინდეს. მე ერთი ეგეთი სცენა მოვიგონე უბრალოდ, დავწერე და ძაან ბევრმა მაგინა მაგის გამო. რაღაცნაირად, არასწორად გაიგეს. ზუსტად ვერ მივხვდი, რა გაიგეს არასწორად…“

Next Post

„სიმართლე ეს არის - ახლა აქ არავინ შემომიხტეს“ - ბონდო მძინარაშვილი

ორშ აპრ 19 , 2021
1,038 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ის გორელი ბავშვი გახსოვთ, – სტალინი მოერევა თუ სპაიდერმენიო, – რომ ეკითხებიან და შეკითხვას რომ უბრუნებს: – “სპაიდერმენი ვინ არის?” მეც იმ ბავშვივით ვკითხულობ: – სუვერენიტეტი რა არის? სამარცხვინო “პოლიტიკური ელიტა” გვყავს! სიმართლე ეს არის და ძალიანაც ნუ გაიკვანძებით, – ახლა აქ არავინ შემომიხტეს, როგორც… კურდღელი! იცით, როგორიც.