„ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო“ – თაკო ჩარკვიანი

1,192 წაკითხვა

ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

„ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშაძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ – საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს – უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

Next Post

„ზუსტად ეს თქვა გახარიამ..“– დარეჯან მეფარიშვილი

სამ აპრ 20 , 2021
1,192 წაკითხვაჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით წერს: „ბოლოს და ბოლოს, მიხვდა ერი გახარიას გადადგომის მიზეზს? ჩა-ვაზუსტებ  ზუსტად ეს თქვა: “ამას” (მელიას, როგორც პარტიის ლიდერის, რომელიც იმყოფებოდა მომხრეების ჯგუფთან ერთად პარტიის ოფისში, დაკავებას), მოჰყვება “ესო” (საერთაშორისო სკანდალი, კრიზისი). ახლა თუ მიხვდით, რომ ტყუილად აიქაფეთ “საინფორმაციო ღრუ” და ტყუილად დალეწეთ კლავიატურა-ც? რას ერჩოდით გახარიას რომ ლანძღეთ და თათხეთ?”– წერს დარრეჯან […]

შესაძლოა მოგეწონოთ