„წლებია, უკიდურესად საშიშ ტენდენციას ვაკვირდებით, შეშინებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც..“

1,070 წაკითხვა

ეკა კვესიტაძის პოსტი ფეისბუქში:

„თავზარდამცემია ის კომენტარები, რომელსაც სალომე სამადაშვილის მისამართით ვკითხულობ. რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს, ადამიანურ სახეს გვიკარგავს, ბარბაროსებად გვაქცევს და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანს გვართმევს. ჩვენ კი სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ნორმალური საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან ცივილურ დისკუსიას შევძლებთ, სადაც არ შეგვზიზღდება ერთმანეთი მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური პოზიცია გვაქვს და რაც მთავარია, სადაც თავისუფლად შევძლებთ საკუთარი აზრის გამოხატვას და იმის შიში არ გვექნება, რომ ამ აზრის გამო ვირტუალური ქვებით ჩავიქოლებით. წლებია ამ სივრცეში ამ უკიდურესად საშიშ ტენდენციას ვაკვირდებით, შეშინებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ზიზღის შიშმა მძევლებად აქცია. მე მძულს ეს შიში, რადგან ის გაიძულებს საკუთარ თავს უღალატო. ამიტომ თანადგომა ყველას, ვინც ამ შიშის დაძლევას ახერხებს და პირველ რიგში, ჩემი თამადგომა

Salome Samadashvili-ს, რომელიც ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას და არასდროს არ უღალატია თავის თავისთვის.“

Next Post

„ცოტნე ყოველდღიურად ამბობს ახალ-ახალ სიტყვებს, დაიწყო წინადადებების აწყობა“ - ანა ჯაბაური

სამ აპრ 20 , 2021
1,070 წაკითხვამდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება. – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური: „ცოტნე ყოველდღიურად ამბობს ახალ-ახალ სიტყვებს, დაიწყო წინადადებების აწყობა. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი როგორც მოტორული, ასევე კოგნიტიური ფუნქციები. მოკლედ, ნელი პროგრესი და დადებითი დინამიკა აშკარაა. ბრძოლაში ვართ ყოველდღე, რომელშიც ყველაზე ძლიერი მებრძოლი მაინც ცოტნეა. თურქეთში გადაყვანიდან სამი კვირის განმავლობაში მასთან არ მიშვებდნენ. თბილისიდან სტამბოლში მეორეჯერ […]