მდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება. – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური:
„ცოტნე ყოველდღიურად ამბობს ახალ-ახალ სიტყვებს, დაიწყო წინადადებების აწყობა. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი როგორც მოტორული, ასევე კოგნიტიური ფუნქციები. მოკლედ, ნელი პროგრესი და დადებითი დინამიკა აშკარაა. ბრძოლაში ვართ ყოველდღე, რომელშიც ყველაზე ძლიერი მებრძოლი მაინც ცოტნეა. თურქეთში გადაყვანიდან სამი კვირის განმავლობაში მასთან არ მიშვებდნენ. თბილისიდან სტამბოლში მეორეჯერ ჩასულს ექიმებმა ამბავი დამახვედრეს – მოვხსენით სამკურნალო ნარკოზი, გავაღვიძეთ, მაგრამ არაფერზე არ რეაგირებს, არ უნდა თვალების გახელა, ფაქტობრივად, მცენარის მდგომარეობაშიაო. ვერ დავიჯერებ, შევალ და ნახავთ, რომ ასე არაა-მეთქი. მართლაც, შევედი თუ არა და დაველაპარაკე, თვალიც გაახილა და აშკარად გამოხატა სუსტი, მაგრამ მაინც ემოცია. ვთხოვე, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირე-მეთქი და მაშინვე მომიჭირა. მედპერსონალი გაკვირვებული მოგვჩერებოდა. ამ დღის შემდეგ კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ.“
კვირისპალიტრა