„საცოდავი სანახევები იყვნენ უბადრუკი პოლიტიკური ლიდერები“ – დემურ გიორხელიძე

1,299 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
„მოურიდებლად ვიტყვი:
არ მომეწონა და საცოდავი სანახევები იყვნენ ქართული
ტრაგიკული რეალობის განსახიერება –
უბადრუკი პოლიტიკური ლიდერები,
რომლებიც ხბოს აღტკინებით შესცქეროდნენ უფროსებს
და ხელს აწერდნენ პრიმიტიულ დოკუმენტს, რომელ დოკუმენტზეც გაცილებით უკეთესი დოკუმენტის შეთანხმებაც და ხელმოწერაც თავადაც შეეძლოთ, პოლიტიკოსის ტრაკი რომ გააჩნდეს რომელიმე მათგანს
და არ დასცინოდეს საკუთარ თავსა და მასხრად არ
იგდებდეს საკუთარ ქვეყანას.
პოლიტიკაში შეთანხმებას ალტერნატივა არა აქვს, –
ეს გავიმეორე უამრავ ინტერვიუში!
როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია,
პოლიტიკოსების ვარგისიანობა და პასუხისმგებლობა
ჩანს იმით, თუ როგორ გამოჰყავთ მათ ქვეყანა კრიზისული მდგომარეობიდან!
ჩვენ ეს ვერ ვნახეთ!
უფროსებმა უთხრეს და ”ხათრი ვერ გაუტეხეს” –
ანუ ხაზი გაუსვეს საკუთარ მარიონეტულობასა
და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას!
პარტნიორ ქვეყნებს, მათ წარმომადგენლებს რომ პატივი უნდა სცე და ყურადღებით მოეკიდო, – ეს სადაო არ არის,
მაგრამ
პოლიტიკოსი თუ ხარ, შიდა საქმეების მოგვარება –
ღირსებისა და პოლიტიკურ ავტორიტეტის საქმეა!
თქვენ სად წახვედით, სად დაიკარგეთ!
რა საქმე უნდა გააკეთოთ, რა შეთანხმება?!
თუ შარლ მიშელი და ქ-ნი კელი დეგნანი გაგიწევენ ძიძაობას ყოველ ფეხისნაბიჯზე?!
”თქვენი პოლიტიკა არ გეიშვა უკანა კარში” –
ასე ამბობენ იმერეთში, უსუსურობას როცა ხედავენ!

Next Post

„მზად ვარ ყველანაირი მსხვერპლი გავიღო, არ მეშინია არც ციხის..“ - მიხეილ სააკაშვილი

ოთხ აპრ 21 , 2021
1,299 წაკითხვა