„ჩემი პოზიცია უცვლელია!“ – თაკო ჩარკვიანი

988 წაკითხვა

თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე წერს:

„დიახ, კვლავ ვადასტურებ, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა, რამაც დიდი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპარლამენტო ბოიკოტის იდეას. (რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით) დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ ჩვენი „კოსტრუქციული“ პოლიტიკოსების მიერ განხორციელდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ერთადერთი მიზნით, რომ მომხდარიყო ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების – „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია-მარგინალიზაცია. გამომდინარე აქედან, კვლავ ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად დროული და პოლიტიკურად ადეკვატური გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპასუხო, მყისიერი რეაგირება, გამჭრიახი და დროული სვლა- მოწოდება საკუთარი პარტიის მისამართით, რა თქმა უნდა მის მიერვე განცხადებაში მოყვანილი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში.
ზოგადად ეს არასახარბიელო ვითარება. დაბეჯითებით ვაცხადებ, გამოწვეულ იქნა ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმისტული მოქმედებებით… ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია!“ 

Next Post

ოზურგეთში დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა

ხუთ აპრ 22 , 2021
988 წაკითხვაპოლიციამ გურიაში დაკარგული გოგონა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ოზურგეთში, მე-12 კლასელი გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. იგი სოფელ შემოქმედის მკვიდრია. გოგონა სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო და სკოლის შენობიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა.