„მკვლელი და არაკაცი“ – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს ტაძარში ჩხუბი მოჰყვა

1,301 წაკითხვა

მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.

დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.

კეკუტიას ადგილობრივებმა “მკვლელი” და “არაკაცი” უწოდეს.

მეუფე დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნესინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა, რაც მასთან ჰქონდათ, იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.

დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათ თან აქვთ პატრიარქის მხარდამჭერი ტრანსფარანტები.

„ჯერ მცირე ნაწილია მხოლოდ კიდევ მოდის მრევლი. ჩვენ გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი სიყვარული და ჩვენს ძმებს მოვუწოდებ, რომ ერთად დავდგეთ. ჩვენს ძმებს მოვუწოდოთ, ერთად ვაშენოთ ჩვენი ეკლესია. იმიტომ რომ წერია, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია”, – განაცხადა დეკანოზმა ილიამ.

მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.

Next Post

სპეცოპერაცია მცხეთაში – სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

კვი აპრ 25 , 2021
1,301 წაკითხვამცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ შსს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ეძებს. ამის შესახებ სვეტიცხოვლის ქუჩაზე მცხოვრები პირები ყვებიან. სამართალდამცველები ამოწმებდნენ ადგილობრივების სახლებს და ეზოებს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ახლაც გრძელდება. – ჩემთან სახლში 2 პოლიციელი შემოვიდა, საბუთები მაჩვენეს, საიდუმლოდ ინახავდნენ, ვის ეძებდნენ, საშიში პიროვნებები არიანო, თქვეს. მე ვიფიქრე, აბასთუმანში მკვლელობის მერე რომ გაექცათ, იმათ ხომ არ ეძებდნენ, – უთხრა […]

შესაძლოა მოგეწონოთ