სპეცოპერაცია მცხეთაში – სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

1,093 წაკითხვა

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ შსს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ეძებს. ამის შესახებ სვეტიცხოვლის ქუჩაზე მცხოვრები პირები ყვებიან.

სამართალდამცველები ამოწმებდნენ ადგილობრივების სახლებს და ეზოებს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ახლაც გრძელდება.

– ჩემთან სახლში 2 პოლიციელი შემოვიდა, საბუთები მაჩვენეს, საიდუმლოდ ინახავდნენ, ვის ეძებდნენ, საშიში პიროვნებები არიანო, თქვეს. მე ვიფიქრე, აბასთუმანში მკვლელობის მერე რომ გაექცათ, იმათ ხომ არ ეძებდნენ, – უთხრა მთავარს ადგილობრივმა.

შსს-ს პრესსამსახური ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ინფორმაციას.

Next Post

ზოვრეთში მოზარდი ჩანჩქერიდან გადახტა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლა ვერ შეძლო

კვი აპრ 25 , 2021
1,093 წაკითხვაზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სამწვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა. ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ […]