ზოვრეთში მოზარდი ჩანჩქერიდან გადახტა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლა ვერ შეძლო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სამწვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.

ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…