„ეს უნდა დამთავრდეს!“ – სოსო გოგაშვილი

1,093 წაკითხვა

სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:

„ჟორიკა პოლიტპატიმარი! ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენელი და ყველაზე უტოპიურ წარმოსახვაშიც კი შეუძლებელი ამბავი. თუმცა საქართველოში ყველაფერი მოსულა დღეს

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაცები წარმატებულად ასრულებენ “თვითგათეთრების” მისიას, ხოლო დანარჩენები პასიურობით,უუნარობით, თუ მიზანმიმართულობით უწყობენ მათ ამაში ხელს.

ხომ უნდა მოახერხო ეს და ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთო იმისთვის, რომ პარტნიორებს მაგიდაზე დაუდო ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ძალა თავისი ლიდერების უმეტესობით და საქმეებით, არის ტერორისტული და კრიმინალური ორგანიზაცია. ( საკმარისზე მეტი არსებობს) კონკრეტულად ჟორიკას საქმენი საგმირონი, ხომ უმარტივესად დასამტკიცებელი იყო და ამ დროს რას მიაღწიეს? – ყველამ ყველაფერი გააკეთა,რომ ის დღეს გამხდარიყო პოლიტპატიმარი

ჟორიკას ციხიდან გამოშვების გამო ევროპას და ამერიკას რომ ალანძღინებ უამრავ ხალხს, შეაზიზღებ და სხვა მხარეს დააწყებინებ ყურებას, არის, თუ არა ეს შეფარულად (თუ ღიად რავიცი) რუსული პოლიტიკური ინტერესების წახალისება საქართველოში? რასაც ხმამაღლა აცხადებენ კიდევაც ჩვენი მეგობრებიც.

ამასობაში უმეტესობა პოლიტიკური პარტიებისა, ამ იწილობიწილოში ფლანგავენ ხალხისთვის ძვირფას დროს და ბიუჯეტის ისედაც მწირ სახსრებს, ხოლო მოსახლეობა ამ გაუთავებელი უბედურობით, სტრესით და გაჭირვებით ნაადრევად ბერდება, კნინდება და უკიდურესად ღატაკდება. ეს უნდა დამთავრდეს!“– წერს სოსო გოგაშვილი.

Next Post

„ნაცმოძრაობას დავტოვებ, როგორც კი მელია ციხიდან გამოვა“ - სალომე სამადაშვილი

ოთხ აპრ 28 , 2021
1,093 წაკითხვასალომე სამადაშვილის განცხადებით, ის გამორიცხავს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩეს, თუმცა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აპირებს.ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” განაცხადა: „ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკას გათავისუფლების შემდეგ. გამოვრიცხავ… მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შესაძლოა მოგეწონოთ