„ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა“ – ალეკო ელისაშვილი

568 წაკითხვა

ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა და ჩინურ ვაქცინაზეც კი ვერ ახერხებდა რეგისტრაციას – ასე პორცია- პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენისას, მინისტრთან ძირითადი კითხვები ვაქცინაციაზე ექნებათ. ელისაშვილის თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, „ვერაფერს მოაბა თავი და მხოლოდ რამდენიმე გაუგებარი სიტყვა დაამკვიდრა ლექსიკონში“.

„გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა. ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია – პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა , ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში – რაღაც გაუგებარი “საწოლფონდი” და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაცია არის კატასტროფა, 5-5 ცალი ჩამოიტანეს მთელი ამ ხნის განმავლობაში,”- განაცხადა ელისაშვილმა.

იპნ

Next Post

„აი, ეს ტრაგიკული რეალობა იქნება, გამოვფხიზლდეთ!“ - ირმა ინაშვილი

ოთხ აპრ 28 , 2021
568 წაკითხვაირმა ინაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ნაცები მოვლენ“, „ნაცები მოვლენ“… ყოველი არჩევნების წინ ეს ცარიელი, ამაო ფრაზა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საყვარელი სატყუარა იყო. რა გინდათ, გაჭრა! ეტყობა, ზოგიერთმა კიდევ ვერ გაიგო და ვეღარც გაიგებს, რომ ნაცები “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოიყვანა! ახლა საერთოდ აღარც არავინ მალავს, რომ გადასარევად გრძნობენ ერთად თავს. კანონსაც ფეხზე იკიდებენ და ხალხის რეაქციასაც. მოვიდნენ ეს […]

შესაძლოა მოგეწონოთ