„აი, ეს ტრაგიკული რეალობა იქნება, გამოვფხიზლდეთ!“ – ირმა ინაშვილი

897 წაკითხვა

ირმა ინაშვილის პოსტი ფეისბუქში:

„ნაცები მოვლენ“, „ნაცები მოვლენ“… ყოველი არჩევნების წინ ეს ცარიელი, ამაო ფრაზა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საყვარელი სატყუარა იყო. რა გინდათ, გაჭრა!

ეტყობა, ზოგიერთმა კიდევ ვერ გაიგო და ვეღარც გაიგებს, რომ ნაცები “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოიყვანა! ახლა საერთოდ აღარც არავინ მალავს, რომ გადასარევად გრძნობენ ერთად თავს. კანონსაც ფეხზე იკიდებენ და ხალხის რეაქციასაც.

მოვიდნენ ეს ნაცები, ჯერ კიდევ ტკბილ ილუზიაში მყოფო მეგობრებო, თვითონ „ქართული ოცნებაა“ უკვე „ნაცები“. და რას ელით, სააკაშვილს დაიჭერენ? პირიქით, ჩამოიყვანენ და გაბრაზებული ტონით… ხალხს რომ გული წამიერად დაუმშვიდონ, შეიწყალებენ.

კი, სრულად გაათავისუფლებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ვერ ხედავთ, რომ მზადდება ეს სცენარი?! თქვენ კი, ვინც ოდესღაც სამართლიანობის აღდგენას ითხოვდით, მიგაბრძანებენ გლდანის მერვე საპყობილეში და იქიდანაც “ქართულ ოცნებას” გადაუხდის ზოგიერთი მადლობას: ეს რა კარგი ციხეაო. იმაზე კი არ დაფიქრდება, ვინ ან რატომ დაიჭირა.

გამოვფხიზლდეთ! დროა, გამოვფხიზლდეთ! აი, ეს ტრაგიკული რეალობა იქნება დღეს, ოთხშაბათს ჩემი გადაცემის მთავარი თემა. აუცილებლად უყურეთ “ობიექტივს”, საღამოს 22 საათსა და 30 წუთზე.“- წერს ირმა ინაშვილი.

Next Post

„გახარია ივანიშვილის უსაფრთხოების ბალიში იქნება“ – ხათუნა ლაგაზიძე

პარ აპრ 30 , 2021
897 წაკითხვაექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია ივანიშვილისთვის უსაფრთხოების ბალიშის როლის შემსრულებელი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, გახარია მისი პროექტია თუ დამოუკიდებელი მოთამაშე. – ეს რაში გამოიხატება? – შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ “ოცნებამ” 43%-ზე ნაკლები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ ვადამდელი დაინიშნოს, ამიტომ ოპოზიციას მოუწევს 2020-ზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება. ტრადიციულად უფრო ნაკლები ამომრჩეველი დადის ხოლმე ადგილობრივ არჩევნებზე. რაც უფრო ნაკლებია […]