ტელეკომპანია ახალის გადაცემაში „თემა“, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები არის დისკრიმინაციული და ყველა მოქალაქეზე აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ამ ხელისუფლებამ თავისი წინამორბედისგან, ყველა მავნე ტრადიცია გადმოიღო. ეს არის დამსჯელი კოდექსი, რომელსაც შეფასება უკვე გაუკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და თქვეს, რომ ეს არის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ფაქტობრივად, ეს არის რეპრესიული მანქანა, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“.